თქვენი პერსონალური მონაცემების დაცვა

ეს კონფიდენციალურობის განაცხადი იძლევა ინფორმაციას თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების და დაცვის შესახებ.

დამუშავების ოპერაცია: EU Neighbours ვებ-გვერდი

მონაცემების მაკონტროლებელი: სამეზობლოს და გაფართოების საკითხებზე მოლაპარაკებების გენერალური დირექტორატი (DG NEAR) / ქვედანაყოფი NEAR.A2 უწყებათაშორისი ურთიერთობები და კომუნიკაცია

მითითება ჩანაწერზე:  [DPR-EC-02019]

სარჩევი

  1. 1. შესავალი
  2. 2. რატომ და როგორ ვამუშავებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს?
  3. 3. რა სამართლებრივ საფუძველზე (საფუძვლებზე) ვამუშავებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს?
  4. 4. რა სახის პერსონალურ მონაცემებს ვკრებთ დასამუშავებლად?
  5. 5. რამდენი ხნის განმავლობაში ვინახავთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს?
  6. 6. როგორ ვიცავთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს და უზრუნველვყოფთ მათ უსაფრთხოებას?
  7. 7. ვისთვის არის ხელმისაწვდომი თქვენი პერსონალური მონაცემები  და ვის უმჟღავნებენ მათ?
  8. 8. რა უფლებები გაქვთ თქვენ და როგორ შეგიძლიათ მათი გამოყენება?
  9. 9. საკონტაქტო ინფორმაცია
  10. 10. სად შეიძლება უფრო დეტალური ინფორმაციის მოძიება?

1. შესავალი

ევროკომისია ვალდებულია დაიცვას თქვენი პერსონალური ინფორმაცია და კონფიდენციალურობა. ევროკომისია კრებს და შემდეგ ამუშავებს პერსონალურ ინფორმაციას შემდეგი დოკუმენტების საფუძველზე: ევროპის პარლამენტის და საბჭოს 2018 წლის 23 ოქტომბრის რეგულაცია (ევროკავშირი) 2018/1725 ფიზიკური პირების დაცვის შესახებ პერსონალური მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებით ევროკავშირის ინსტიტუტების, უწყებების, ოფისების და სააგენტოების მიერდა ამგვარი მონაცემების თავისუფალი მიმოცვლის შესახებ (გაუქმების რეგულაცია (ევროკომისია) # 45/2001).

ეს კონფიდენციალურობის განაცხადი განმარტავს თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზეზს, ჩვენს მიერ ყოველგვარი მოწოდებული პერსონალური მონაცემის შეკრების, დამუშავების და დაცვის უზრუნველყოფის გზას, იმას, თუ როგორ გამოიყენება ეს ინფორმაცია და რა უფლებები გაქვთ თქვენს პერსონალურ მონაცემებთან დაკავშირებით. ის ასევე აზუსტებს იმ მონაცემთა კონტროლზე პასუხისმგებელი პირის საკონტაქტო მონაცემებს, რომელთანაც თქვენ შეგიძლიათ აღასრულოთ თქვენი უფლებები, ასევე მონაცემთა დაცვის ოფიცრის და მონაცემთა დაცვის ევროპული სამსახურის ხელმძღვანელის საკონტაქტო მონაცემებს.

ვებ-გვერდის „EU Neighbours“ დამუშავების ოპერაციებთან დაკავშირებული ინფორმაცია, რომელზეც პასუხისმგებელია სამეზობლოს და გაფართოების საკითხებზე მოლაპარაკებების გენერალური დირექტორატი / უწყებათაშორისი ურთიერთობების და კომუნიკაციის ქვედანაყოფი NEAR.A2, წარმოდგენილია ქვემოთ.

2. რატომ და როგორ ვამუშავებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს?

დამუშავების  ოპერაციის მიზანი: სამეზობლოს და გაფართოების საკითხებზე მოლაპარაკებების გენერალური დირექტორატი / უწყებათაშორისი ურთიერთობების და კომუნიკაციის ქვედანაყოფი NEAR.A2 კრებს და იყენებს თქვენს პერსონალურ ინფორმაციას აღმოსავლეთ და სამხრეთ სამეზობლოს ქვეყნებში (სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელარუსი, საქართველო, მოლდოვის რესპუბლიკა და უკრაინა; ალჟირი, ეგვიპტე, ისრაელი, იორდანია, ლიბანი, ლიბია, მაროკო, პალესტინა1, სირია და ტუნისი) ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტების და პროგრამების ხელშეწყობის, და მათ შესახებ საზოგადოების ინფორმირების მიზნით შემდეგი საშუალებებით: პერსონალური მიწვევა ღონისძიებებზე, შეტყობინებების და ახალი ამბების გაგზავნა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროგრამების და პროექტების, და ევროკავშირთან დაკავშირებული შესაძლებლობების შესახებ აღმოსავლეთ პარტნიორობის, შუა აღმოსავლეთის და ჩრდილოეთ აფრიკის (MENA) რეგიონში.

მონაცემთა დამუშავება მთლიანად გამჭვირვალეა და შეესაბამება მომხმარებლების თანხმობა/უარის პრინციპს  და მათი მოწოდებული მონაცემების კონკრეტული მიზნებისთვის გამოყენების ნებართვას.

თქვენი პერსონალური მონაცემები არ იქნება გამოყენებული ავტომატიზებული გადაწყვეტილების მისაღებად, პროფილირების ჩათვლით.

 

 

3. რა სახის სამართლებრივი საფუძვლითვამუშავებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს

ჩვენ ვამუშავებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს, რადგან დამუშავება აუცილებელია საჯარო ინტერესებში შესასრულებელი საქმიანობისთვის, ან ოფიციალური უფლებამოსილებების განსახორციელებლად, რომლითაც აღჭურვილია ევროკომისიის ორგანიზაცია ან ორგანო (მუხლი 5 (ა) ევროკავშირის რეგულაცია 2018/1725);

დამუშავების საფუძველი განსაზღვრულია ევროკავშირის შემდეგი კანონით: ევროკავშირის კონსოლიდირებული ევროპული ხელშეკრულების მე-11 მუხლი აცხადებს: „ინსტიტუტებმა, შესაბამისი საშუალებებით, უნდა მისცენ მოქალაქეებს და წარმომადგენლობით ასოციაციებს შესაძლებლობა, რომ ცნობილი გახადონ და საჯაროდ გააზიარონ საკუთარი მოსაზრებები ევროკავშირის საქმიანობის ყველა სფეროში. ინსტიტუტებმა უნდა აწარმოონ ღია, გამჭვირვალე და რეგულარული დიალოგი წარმომადგენლობით ასოციაციებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან“.

ევროკავშირის შესახებ ხელშეკრულების (TEU) მუხლი 21(1): ზოგადი მანდატი და სახელმძღვანელო პრინციპი ევროკავშირის განვითარების თაობაზე თანამშრომლობის სფეროში; ხელშეკრულება  ევროკავშირის ფუნქციონირების შესახებ (TFEU), მუხლები 4(4) და 208 -211.

გარდა ამისა, დამუშავება აუცილებელია ევროკომისიის ვალდებულების შესასრულებლად ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერის თვალსაჩინოების უზრუნველსაყოფად, როგორც ეს განსაზღვრულია ევროპარლამენტის # 236/2014 რეგულაციის მუხლში 4(5) და 2014 წლის 11 მარტის საბჭოში, სადაც მოყვანილია ზოგადი წესები და პროცედურები ევროკავშირის საგარეო ქმედებათა დაფინანსების ინსტრუმენტების განსახორციელებლად, OJ L 77, 15.3.2014.

სადაც არ არის აღნიშნული, რომ მონაცემები აუცილებელია, სამეზობლოს და გაფართოების საკითხებზე მოლაპარაკებების გენერალური დირექტორატი (DG NEAR) ამუშავებს თქვენს პერსონალურ მონაცემებს თქვენი თანხმობის საფუძველზე (ევროკავშირის) რეგულაციის (2018/1725) მუხლის 5 (d). მონაცემთა დამუშავება მთლიანად გამჭვირვალეა და შეესაბამება მომხმარებლების თანხმობა/უარის პრინციპს  და მათი მოწოდებული მონაცემების კონკრეტული მიზნებისთვის გამოყენების ნებართვას.

ჩვენ არ ვამუშავებთ პერსონალური მონაცემების კონკრეტულ კატეგორიებს (ევროკავშირის) რეგულაციის 2018/1725 (მუხლი 10).

4. რა სახის პერსონალურ მონაცემებს ვაგროვებთ და ვამუშავებთ?

ამ დამუშავების ოპერაციის ჩასატარებლად სამეზობლოს და გაფართოებებზე მოლაპარაკებების გენერალური დირექტორატი / უწყებათაშორისი ურთიერთობების და კომუნიკაციის ქვედანაყოფი NEAR.A2 კრებს შემდეგი სახის პერსონალურ მონაცემებს:

  • წოდება*,
  • სახელი,
  • გვარი,
  • დაბადების თარიღი*,
  • პროფესია*,
  • აქტუალური თემა,
  • აქტუალური ქვეყანა,
  • შეტყობინების ენა,
  • ელექტრონული ფოსტის მისამართი,
  • საფოსტო მისამართი*,
  • წარმოშობის ქვეყანა
    * ველების შევსება არ არის სავალდებულო
    თქვენი მონაცემები შეიძლება შეკრებილი იყოს ახალი ამბების რეგისტრაციის ინტერფეისის საშუალებით, რომელშიც მონაცემების სუბიექტებს პირდაპირ შეჰყავთ საკუთარი მონაცემები.
    მონაცემთა სუბიექტები ერთმნიშვნელოვნად იძლევიან თანხმობას მათი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე ონლაინ ხელმომწერთა ფორმის შევსების დროს. მონაცემების შეკრება შესაძლებელია ასევე სხვა წყაროებიდან, მათ შორის შესაბამისი ღონისძიებების მონაწილეთა სიებიდან, მონაცემთა ბაზებიდან, ასევე სხვადასხვა საჯარო წყაროებიდან.
    5. რამდენი ხნის განმავლობაში ვინახავთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს?
    სამეზობლოს და გაფართოების საკითხებზე მოლაპარაკებების გენერალური დირექტორატი / უწყებათაშორისი ურთიერთობების და კომუნიკაციის ქვედანაყოფი NEAR.A2 თქვენს პერსონალურ მონაცემებს ინახავს მხოლოდ იმ დროით, რაც საჭიროა შეკრების მიზნის შესასრულებლად ან შემდგომი დამუშავებისთვის.
    მონაცემები ინახება იმდენი ხნით, რამდენი ხნითაც მონაცემების სუბიექტი რეგისტრირებულია და რამდენ ხანსაც ვებ-გვერდი ფუნქციონირებს, როგორც სამეზობლოს და გაფართოების საკითხებზე მოლაპარაკებების გენერალური დირექტორატის (DG NEAR) პოლიტიკის პოპულარიზაციის საშუალება. მონაცემების ზოგიერთი ელემენტი შეიძლება შეინახონ უფრო ხანგრძლივად, თუ ამას მოითხოვს ფინანსური ორგანოები (10 წელი ფინანსური ოპერაციების შემთხვევაში) ან აუდიტის მიზნებით (ჩვეულებრივ, 7 წელი). მონაცემები ავტომატურად წაიშლება შესაბამისი პერიოდის ბოლოს, ან როდესაც ისინი აღარ იქნება საჭირო. ინფორმაცია გახდება ანონიმური რეგისტრაციიდან მოხსნის მოთხოვნის წარდგენის თარიღიდან ერთი თვის განმავლობაში.
     
    6. როგორ ვიცავთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს და უზრუნველვყოფთ მათ უსაფრთხოებას?
    ყოველგვარი პერსონალური მონაცემი ელექტრონულ ფორმატში (ელექტრონული ფოსტა, დოკუმენტები, მონაცემთა ბაზები, ატვირთულ მონაცემთა პაკეტები და სხვ.) ინახება ევროკომისიის ან მისი კონტრაქტორების სერვერებზე. დამუშავების  ყოველგვარი ოპერაცია სრულდება შემდეგი დოკუმენტების საფუძველზე: 2017 წლის 10 იანვრით დათარიღებული ევროკომისიის გადაწყვეტილება (ევროკავშირი, Euratom) 2017/46 კომუნიკაციის და საინფორმაციო სისტემების უსაფრთხოების შესახებ ევროკომისიაში.
    ევროკომისიის კონტრაქტორები ექვემდებარებიან კონტრაქტის კონკრეტულ მუხლებს თქვენი მონაცემების დამუშავების ნებისმიერ ოპერაციასთან დაკავშირებით ევროკომისიის სახელით და კონფიდენციალურობის დაცვის ვალდებულებებს, რომლებიც გამომდინარეობს ევროკავშირის წევრ ქვეყნებში მონაცემთა დაცვის ზოგადი რეგულაციიდან („GDPR“ რეგულაცია (ევროკავშირი) 2016/679).
    თქვენი პერსონალური მონაცემების დაცვის მიზნით ევროკომისიამ გაატარა მთელი რიგი ტექნიკური და საორგანიზაციო ზომები. ტექნიკური ზომები მოიცავს შესაბამის საქმიანობას ონლაინ უსაფრთხოების, მონაცემთა დაკარგვის რისკის, მონაცემთა შეცვლის ან უნებართვო წვდომის საწინააღმდეგოდ, დამუშავებასთან დაკავშირებული რისკის და დამუშავების პროცესში მყოფ პერსონალურ მონაცემთა თავისებურებების გათვალისწინებით. საორგანიზაციო ზომები მოიცავს პერსონალურ მონაცემებთან წვდომის შეზღუდვას და წვდომის დაშვებას მხოლოდ ნებადართული პირებისათვის, რომლებსაც აქვთ ცოდნის ლეგიტიმური საჭიროება ამ დამუშავების ოპერაციის მიზნებიდან გამომდინარე.
    შეკრებილი პერსონალური მონაცემები და ყოველგვარი შესაბამისი ინფორმაცია ინახება ოპერატორების სერვერებზე ვებ-გვერდის მუშაობის და ტექნიკური მომსახურების განმავლობაში.
    პერსონალური მონაცემები ელექტრონულ ფორმატში: თქვენი პერსონალური ინფორმაციის, ასევე ვებ-გვერდზე შეკრებილი ნებისმიერი სხვა ინფორმაციის წვდომა შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ კოდური სიტყვის მქონე საიდენტიფიკაციო სისტემით, რომელიც ხელმისაწვდომია მომხმარებელთა შეზღუდული რაოდენობისთვის, რაც არ ზღუდავს ამ მონაცემთა შესაძლო მომავალ გადაცემას ევროკომისიის საქმიანობის კონტროლის და ინსპექტირების უფლებით აღჭურვილი ორგანოებისთვის ევროკავშირის კანონის საფუძველზე. ეს მომხმარებლები არიან სამეზობლოს და გაფართოების საკითხებზე მოლაპარაკებების გენერალური დირექტორატის (DG NEAR) ქვედანაყოფები, ასევე ოფიციალური კონტრაქტორი გარეშე კომპანიები.
    7. ვისთვის არის ხელმისაწვდომი თქვენი პერსონალური მონაცემები  და ვის უმჟღავნებენ მათ?
    თქვენი პერსონალური მონაცემები ხელმისაწვდომია ევროკომისიის პერსონალისთვის, რომელიც პასუხისმგებელია ამ დამუშავების ოპერაციაზე და ავტორიზებული პერსონალისთვის „სამსახურეობრივი საჭიროების“ პრინციპის შესაბამისად. ამგვარი პერსონალი მკაცრად იცავს კანონით განსაზღვრულ წესებს, ხოლო მოთხოვნის შემთხვევაში - დამატებით კონფიდენციალობის შეთანხმებებს.
    მონაცემთა მაკონტროლებელს და მის ოპერატორებს აქვთ წვდომა თქვენს პერსონალურ ინფორმაციასთან. ოპერატორები არიან:
  • სამეზობლოს და გაფართოების საკითხებზე მოლაპარაკებების გენერალური დირექტორატის (DG NEAR) კომუნიკაციის სამსახურზე პასუხისმგებელი კონტრაქტორის თანამშრომლები, რომლებიც მართავენ შეკრებილ პერსონალურ მონაცემებს და აწარმოებენ კმაყოფილების საგანგებო კვლევებს;
  • სამეზობლოს და გაფართოების საკითხებზე მოლაპარაკებების გენერალური დირექტორატის (DG NEAR) იმ კონტრაქტორების თანამშრომლები, როლებიც უზრუნველყოფენ ვებ-სერვისებს DG NEAR ვებ-გვერდისთვის www.euneighbours.eu  (მაგ. ვებ-გვერდის  დიზაინი, ვებ-გვერდის ჰოსტინგი, ასევე Cloud სერვისები, და სხვ.).
    სამეზობლოს და გაფართოების საკითხებზე მოლაპარაკებების გენერალური დირექტორატის (DG NEAR) კონტრაქტორები იყენებენ  ელ-ფოსტის Mandrill პლატფორმას ახალი ინფორმაციის გასაგზავნად მონაცემთა სუბიექტებისთვის. Mandrill-ს აღებული აქვს მონაცემთა დაცვის ზოგადი რეგულაციის (GDPR) მოთხოვნების დაცვის ვალდებულება და ემორჩილება მის სერვერებზე შენახული მონაცემების 30 დღით შენახვის პოლიტიკას.
    შემდგომი წვდომის უფლება შეიძლება მიენიჭოს ევროკავშირის ინსტიტუტებს „სამსახურეობრივი საჭიროების“ საფუძველზე (მათ შორის ევროკომისიას, ევროკავშირის წარმომადგენლობებს მესამე ქვეყნებში, და სხვ.).
    არავითარი პერსონალური მონაცემები არ გადაეცემა მხარეებს, რომლებიც არიან აღნიშნულ რეციპიენტების წრის და იურიდიული ჩარჩოს მიღმა. მონაცემების შეკრება და შემდგომი დამუშავება ხდება მხოლოდ და მხოლოდ ამ კონფიდენციალურობის განაცხადში აღნიშნული კონკრეტული მიზნებით და დაუშვებელია მათი გამოყენება რაიმე სხვა მიზნით.
    ნებისმიერ რეციპიენტს უნდა შეახსენონ საკუთარი ვალდებულება იმის შესახებ, რომ მან უნდა გამოიყენოს მიღებული მონაცემები მხოლოდ იმ მიზნით, რომლისთვისაც ისინი იყო მიღებული და არავითარი სხვა მიზნით.
    8. რა უფლებები გაქვთ და როგორ შეგიძლიათ მათი გამოყენება?
    როგორც „მონაცემთა სუბიექტს“ (ევროკავშირის) 2018/1725 რეგულაციის III თავის (მუხლები 14-25) თანახმად, თქვენ გაქვთ კონკრეტული უფლებები, კერძოდ, თქვენს პერსონალურ მონაცემებზე წვდომის უფლება და მათი გასწორების უფლება, თუ თქვენი პერსონალური მონაცემები არაზუსტი ან არასრულია. შესაბამის შემთხვევებში, გაქვთ თქვენი პერსონალური მონაცემების წაშლის, მათი დამუშავების შეზღუდვის, დამუშავებაზე პროტესტის გამოთქმის და მონაცემთა პორტატულობის უფლება.
    გაქვთ უფლება, პროტესტი გამოთქვათ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე, რომელიც ტარდება კანონიერად მუხლის 5(1)(ა) მიხედვით თქვენი კონკრეტული მდგომარეობის საფუძველზე.
    თქვენ თანხმობა განაცხადეთ მიაწოდოთ თქვენი პერსონალური მონაცემები სამეზობლოს და გაფართოების საკითხებზე მოლაპარაკებების გენერალურ დირექტორატს / NEAR.A2 უწყებათაშორისი ურთიერთობების და კომუნიკაციის ქვედანაყოფს დამუშავების მოცემული ოპერაციისთვის. თქვენ შეგიძლიათ გააუქმოთ თქვენი თანხმობა ნებისმიერ დროს მონაცემთა მაკონტროლებლისთვის შეტყობინების გაგზავნით. გაუქმება არ იმოქმედებს თქვენს მიერ თანხმობის გაუქმებამდე ჩატარებული დამუშავების კანონიერებაზე.
    თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი უფლებები მონაცემთა მაკონტროლებელთან, ან კონფლიქტის შემთხვევაში - მონაცემთა დაცვის ოფიცერთან დაკავშირების საშუალებით. საჭიროების შემთხვევაში, შეგიძლიათ ასევე მიმართოთ მონაცემთა დაცვის ევროპული სამსახურის ხელმძღვანელს. მათი საკონტაქტო ინფორმაცია მოცემულია ქვემოთ პუნქტში 9.
    იქ, სადაც გსურთ თქვენი უფლებების გამოყენება დამუშავების ერთი ან რამდენიმე კონკრეტული ოპერაციის კონტექსტში, გთხოვთ, თქვენს მოთხოვნაში მოგვაწოდოთ მათი აღწერა (მაგ., მათი ჩაწერის ნომერი (ნომრები), როგორც ეს მოცემულია ქვემოთ თავში).
    9. საკონტაქტო ინფორმაცია
  • მონაცემების მაკონტროლებელი
    თუ გსურთ თქვენი უფლებების გამოყენება (ევროკავშირის) რეგულაციის 2018/1725 თანახმად, გაქვთ კომენტარები, კითხვები ან მოსაზრებები, ან თუ გსურთ პრეტენზიის წარდგენა თქვენი პერსონალური მონაცემების შეკრებასა და გამოყენებასთან დაკავშირებით, გთხოვთ დაუკავშირდეთ მონაცემთა მაკონტროლებელს - სამეზობლოს და გაფართოების საკითხებზე მოლაპარაკებების გენერალური დირექტორატი / NEAR.A2 უწყებათაშორისი ურთიერთობების და კომუნიკაციის ქვედანაყოფი,  ამ მიზნისთვის განკუთვნილი საფოსტო ყუთის გამოყენებით  NEAR-A2@ec.europa.eu.
  • ევროკომისიის მონაცემთა დაცვის ოფიცერი (DPO)
    შეგიძლიათ დაუკავშირდეთ მონაცემთა დაცვის ოფიცერს (DATA-PROTECTION-OFFICER@ec.europa.eu) თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებით (ევროკავშირის) რეგულაციის 2018/1725 თანახმად.
  • მონაცემთა დაცვის ევროპული სამსახურის ხელმძღვანელი (EDPS)
    თქვენ გაქვთ უფლება მიმართოთ (ე. ი. შეიტანოთ საჩივარი) მონაცემთა დაცვის ევროპული სამსახურის ხელმძღვანელთან (edps@edps.europa.eu), თუ თვლით, რომ თქვენი უფლებები (ევროკავშირის) რეგულაციის 2018/1725 ფარგლებში დაირღვა მონაცემთა მაკონტროლებლის  მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების შედეგად.
    10. სად შეიძლება უფრო დეტალური ინფორმაციის მიღება?
    ევროკომისიის მონაცემთა დაცვის ოფიცერი რეესტრში აქვეყნებს ევროკომისიის  მიერ პერსონალურ მონაცემთა დამუშავების ყველა იმ ოპერაციის ჩანაწერს, რომლებიც  იყო მისთვის შეტყობინებული და დოკუმენტირებული. აღნიშნული რეესტრი ხელმისაწვდომია შემდეგი ლინკის საშუალებით: http://ec.europa.eu/dpo-register.
    დამუშავების ეს კონკრეტული ოპერაციები შეტანილია მონაცემთა დაცვის ოფიცრის საჯარო რეესტრში ჩანაწერის შემდეგი ნომრით: DPR-EC-02019.
     


    1 ეს აღნიშვნა არ უნდა იყოს ინტერპრეტირებული, როგორც პალესტინის სახელმწიფოს აღიარება და არ ზღუდავს წევრი სახელმწიფოების ინდივიდუალურ პოზიციებს ამ საკითხთან დაკავშირებით.