საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა, 2019 წ. -საქართველო

03-07-2019
საზოგადოებრივი აზრის კვლევა 2019: საქართველოს ანგარიში ინგლისურ ენაზე
საზოგადოებრივი აზრის კვლევა 2019: საქართველოს ანგარიში ინგლისურ ენაზე

პროექტი ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლო ორგანიზაციასთან ACT LLC თანამშრომლობის საფუძველზე ყოველწლიურად ატარებს საზოგადოებრივი აზრის კვლევას ევროკავშირის ექვს აღმოსავლეთ პარტნიორ ქვეყანაში (აზერბაიჯანი, ბელარუსი, მოლდოვის რესპუბლიკა, საქართველო, სომხეთი და უკრაინა).

2019 წლის კვლევის მიხედვით:

  • საქართველოს მოსახლეობის 80% თვლის, რომ საქართველოს კარგი ურთიერთობები აქვს ევროკავშირთან.
  • საქართველოში ადამიანების 71% ენდობა ევროკავშირს (ეს შედეგი უცვლელია 2018 წლის შემდეგ).
  • საქართველოს მოსახლეობის 50% დადებითი აზრისაა ევროკავშირზე. საქართველოს მოსახლეობის მხოლოდ 4%-ია უარყოფითი აზრის ევროკავშირზე.
  • საქართველოს მოსახლეობის 74% (16%-ით მეტი 2018 წელთან შედარებით) ინფორმირებულია, რომ ევროკავშირი ფინანსურ მხარდაჭერას უწევს ქვეყანას, და 62% თვლის, რომ ეს მხარდაჭერა ეფექტურია.

ყოველწლიური კვლევების მიზანია იმ მოსაზრების და ინფორმირებულობის დონის შესწავლა და უკეთ გაგება, რომელიც ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორი ქვეყნების მოქალაქეებს აქვთ ევროკავშირის და მათ ქვეყანასთან ევროკავშირის ურთიერთობის შესახებ. კვლევები შემდეგი საკითხების ფართო სპექტრს მოიცავს:

  • ზოგადი წარმოდგენები ევროკავშირის შესახებ
  • ევროკავშირთან დაკავშირებული ფასეულობები
  • ევროკავშირის ურთიერთობების შეფასება მშობლიურ ქვეყანასთან
  • ინფორმირებულობა ევროკავშირის მიერ გაწეული ფინანსური მხარდაჭერის შესახებ და მისი ეფექტიანობის შეფასება
  • ინფორმაციის წყაროები
  • ქვეყნის შეფასება და სამომავლო მოლოდინები

მოიძიეთ ინფორმაცია 2019 წლის საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებზე: რეგიონული მიმოხილვა იხილეთ აქ

დამატებითი ინფორმაცია ევროკავშირის და საქართველოს თანამშრომლობის შესახებ იხილეთ აქ