საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა, 2019 წ. : რეგიონული მიმოხილვა

03-07-2019
საზოგადოებრივი აზრის კვლევა 2019: რეგიონული მიმოხილვის ანგარიში ინგლისურ ენაზე
საზოგადოებრივი აზრის კვლევა 2019: რეგიონული მიმოხილვის ანგარიში ინგლისურ ენაზე

პროექტი ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლო ორგანიზაციასთან ACT LLC თანამშრომლობის საფუძველზე ყოველწლიურად ატარებს საზოგადოებრივი აზრის კვლევას ევროკავშირის ექვს აღმოსავლეთ პარტნიორ ქვეყანაში (აზერბაიჯანი, ბელარუსი, მოლდოვის რესპუბლიკა, საქართველო, სომხეთი და უკრაინა).

2019 წლის კვლევის მიხედვით:

  • აღმოსავლეთ  პარტნიორობის  ქვეყნების მოქალაქეების 52%  დადებითი  აზრისაა  ევროკავშირის  შესახებ  - აღინიშნება  7%-იანი ზრდა  2016  წლის  მაჩვენებელთან  შედარებით.
  • აღმოსავლეთ  პარტნიორობის  ქვეყნების  მოქალაქეების  67%  თვლის, რომ  საქართველოს  „კარგი“  ურთიერთობები  აქვს  ევროკავშირთან.
  • აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მოქალაქეების 54% ინფორმირებულია ევროკავშირის მხრიდან გაწეული ფინანსური მხარდაჭერის შესახებ და 50% თვლის, რომ ეს მხარდაჭერა ეფექტურია - აღინიშნება 7%-იანი ზრდა 2016 წლის მაჩვენებელთან შედარებით.
  • აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მოქალაქეების ნახევარზე მეტი (53%), რომლებსაც აქვთ ინფორმაცია ევროკავშირის მიერ გაწეული ფინანსური მხარდაჭერის შესახებ, ასევე იცნობენ ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ სულ მცირე ერთ კონკრეტულ პროგრამას თავის ქვეყანაში - აღინიშნება მნიშვნელოვანი ზრდა +18%-ით 2017 წლის მაჩვენებელთან შედარებით.
  • ევროკავშირი არის ყველაზე სანდო და ერთადერთი საერთაშორისო ორგანიზაცია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მოქალაქეების უმრავლესობის (58%) აზრით.

ყოველწლიური კვლევების მიზანია იმ მოსაზრების და ინფორმირებულობის დონის შესწავლა და უკეთ გაგება, რომელიც ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორი ქვეყნების მოქალაქეებს აქვთ ევროკავშირის და მათ ქვეყანასთან ევროკავშირის ურთიერთობის შესახებ.

ანგარიშები და ინფოგრაფიკა კონკრეტული  ქვეყნებისათვის  ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულებზე:

სომხეთი

აზერბაიჯანი

ბელარუსი

საქართველო

მოლდოვის რესპუბლიკა

უკრაინა

ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის თანამშრომლობისა და პარტნიორობის შესახებ უფრო მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ:  სომხეთიაზერბაიჯანიბელარუსისაქართველომოლდოვის რესპუბლიკა, და უკრაინა.