საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა, 2018 წ. -საქართველო

10-07-2018
საზოგადოებრივი აზრის კვლევა 2018: საქართველოს ანგარიში ინგლისურ ენაზე
საზოგადოებრივი აზრის კვლევა 2018: საქართველოს ანგარიში ინგლისურ ენაზე

პროექტი „ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლო“ ორგანიზაციასთან ACT LLC თანამშრომლობის საფუძველზე ყოველწლიურად ატარებს საზოგადოებრივი აზრის კვლევას ევროკავშირის ექვს აღმოსავლეთ პარტნიორ ქვეყანაში (აზერბაიჯანი, ბელარუსი, მოლდოვის რესპუბლიკა, საქართველო, სომხეთი და უკრაინა).

2018 წლის კვლევის მიხედვით:

  • საქართველოს მოსახლეობის 49%-ს დადებითი წარმოდგენა აქვს ევროკავშირზე, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში. საქართველოს მოსახლეობის მხოლოდ 5%-ს აქვს უარყოფითი წარმოდგენა ევროკავშირის შესახებ, რაც რეგიონულ საშუალო მაჩვენებელზე (13%) გაცილებით ნაკლებია.
  • საქართველოს მოსახლეობის 83% თვლის, რომ ევროკავშირთან ურთიერთობები არის კარგი – ეს იგივე მაჩვენებელია, რაც 2017 წელს და გაცილებით აღემატება რეგიონულ საშუალო მაჩვენებელს (63%).
  • საქართველოში ადამიანების 70% ენდობა ევროკავშირს (4%-ით მეტი  2017 წელთან შედარებით). ნდობა ევრაზიის ეკონომიკური კავშირის მიმართ კვლავ დაბალია (24%).
  • საქართველოს მოსახლეობის 67% (9%-ით მეტი 2017 წელთან შედარებით) ინფორმირებულია, რომ ევროკავშირი ფინანსურ მხარდაჭერას უწევს ქვეყანას, და 59% თვლის, რომ ეს მხარდაჭერა ეფექტურია.

ყოველწლიური კვლევების მიზანია იმ მოსაზრების და ინფორმირებულობის დონის შესწავლა და უკეთ გაგება, რომელიც ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორი ქვეყნების მოქალაქეებს აქვთ ევროკავშირის და მათ ქვეყანასთან ევროკავშირის ურთიერთობის შესახებ. კვლევები შემდეგი საკითხების ფართო სპექტრს მოიცავს:

  • ზოგადი წარმოდგენები ევროკავშირის შესახებ
  • ევროკავშირთან დაკავშირებული ფასეულობები
  • ევროკავშირის ურთიერთობების შეფასება მშობლიურ ქვეყანასთან
  • ინფორმირებულობა ევროკავშირის მიერ გაწეული ფინანსური მხარდაჭერის შესახებ და მისი ეფექტიანობის შეფასება
  • ინფორმაციის წყაროები
  • ქვეყნის შეფასება და სამომავლო მოლოდინები

 

მოიძიეთ ინფორმაცია 2018 წლის საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებზე: რეგიონული მიმოხილვა იხილეთ აქ

დამატებითი ინფორმაცია ევროკავშირის და საქართველოს თანამშრომლობის შესახებ იხილეთ აქ.