საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა, 2018 წ. : რეგიონული მიმოხილვა

10-07-2018
საზოგადოებრივი აზრის კვლევა 2018: რეგიონული მიმოხილვის ანგარიში ინგლისურ ენაზე
საზოგადოებრივი აზრის კვლევა 2018: რეგიონული მიმოხილვის ანგარიში ინგლისურ ენაზე

პროექტიევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლოორგანიზაციასთან ACT LLC თანამშრომლობის საფუძველზე ყოველწლიურად ატარებს საზოგადოებრივი აზრის კვლევას ევროკავშირის ექვს აღმოსავლეთ პარტნიორ ქვეყანაში (აზერბაიჯანი, ბელარუსი, მოლდოვის რესპუბლიკა, საქართველო, სომხეთი და უკრაინა).

2018 წლის კვლევის მიხედვით, ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლოში ყველა მოქალაქის დაახლოებით ნახევარს (46%) დადებითი წარმოდგენა აქვს ევროკავშირის შესახებ, შედარებით მხოლოდ 13%-თან, რომელსაც აქვს უარყოფითი წარმოდგენა; მოქალაქეთა 63% ფიქრობს, რომ ევროკავშირს კარგი ურთიერთობა აქვს მათ ქვეყანასთან, და ევროკავშირის აღქმა ზოგადად თანამიმდევრულია გასულ წელთან შედარებით.

ყოველწლიური კვლევების მიზანია იმ მოსაზრების და ინფორმირებულობის დონის შესწავლა და უკეთ გაგება, რომლებიც ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორი ქვეყნების მოქალაქეებს აქვთ ევროკავშირის და მათ ქვეყანასთან ევროკავშირის ურთიერთობის შესახებ. კვლევები შემდეგი საკითხების ფართო სპექტრს მოიცავს:

  • ზოგადი წარმოდგენები ევროკავშირის შესახებ
  • ევროკავშირთან დაკავშირებული ფასეულობები
  • ევროკავშირის ურთიერთობების შეფასება მშობლიურ ქვეყანასთან
  • ინფორმირებულობა ევროკავშირის მიერ გაწეული ფინანსური მხარდაჭერის შესახებ და მისი ეფექტიანობის შეფასება
  • ინფორმაციის წყაროები
  • ქვეყნის შეფასება და სამომავლო მოლოდინები

კონკრეტული ქვეყნების ანგარიშები და ინფოგრაფიკა ხელმისაწვდომია შემდეგ ლინკებზე:

აზერბაიჯანი

ბელარუსი

მოლდოვის რესპუბლიკა

საქართველო

სომხეთი

უკრაინა

დამატებითი ინფორმაცია ევროკავშირის და აღმოსავლეთ პარტნიორი ქვეყნების თანამშრომლობის და პარტნიორული ურთიერთობების შესახებ, იხილეთ აქ:  აზერბაიჯანიბელარუსიმოლდოვის რესპუბლიკა, საქართველო, სომხეთი და უკრაინა