ევროკავშირი მხარს უჭერს კვლევას და ინოვაციებს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში

20-09-2019
ევროკავშირი მხარს უჭერს კვლევას და ინოვაციებს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში
ევროკავშირი მხარს უჭერს კვლევას და ინოვაციებს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში

კვლევა და ინოვაციები ეხმარება პროდუქტიულობის ზრდას, ქმნის მეტ სამუშაო ადგილს, აუმჯობესებს კონკურენტუნარიანობას და იწვევს ეკონომიკის ზრდის დაჩქარებას. აზერბაიჯანში, ბელარუსში, მოლდოვის რესპუბლიკაში, საქართველოში, სომხეთსა და უკრაინაში ევროკავშირი აღნიშნულს ხელს უწყობს ინიციატივის EU4Innovation საშუალებით, რომელიც ინდივიდებს, სტუდენტებს, მეცნიერებს, კომპანიებს და საგანმანათლებლო დაწესებულებებს დაფინანსებით უჭერს მხარს მრავალ სექტორში. გარდა ამისა, ევროკავშირი თანამშრომლობს ეროვნულ ხელისუფლებებთან პარტნიორი ქვეყნების მოდერნიზების მიზნით და მათი კონკურენტუნარიანობის გასაზრდელად კვლევის და ინოვაციების სექტორში.