
ახალგაზრდობის პერსპექტივების გაუმჯობესება ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორებთან თანამშრომლობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა. ექვს პარტნიორ ქვეყანასთან ერთად, ევროკავშირის მიზანია შეუქმნას ახალგაზრდებს სწავლის, მუშაობის, საზოგადოებრივ ცხოვრებაში სრულად მონაწილეობის და საკუთარი პოტენციალის გამოყენების შესაძლებლობები. 2017-2020 წლებში აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ევროკავშირი დაახლოებით 330 მილიონი ევროს მხარდაჭერას ახორციელებს.