ენერგეტიკის რეფორმა საქართველოში

05-06-2019
ენერგეტიკის რეფორმა საქართველოში
ენერგეტიკის რეფორმა საქართველოში
საქართველო მისთვის საჭირო ნედლი ნავთობის და ბუნებრივი გაზის უმეტესი რაოდენობის მისაღებად მეზობელ ქვეყნებზეა დამოკიდებული. გარდა ამისა, მას არა აქვს კანონმდებლობა ენერგოეფექტურობის საკითხებზე. მიუხედავად ამისა, საქართველოს აქვს დიდი რაოდენობით ჰიდრორესურსები და იმის შანსი, რომ გახდეს ელექტროენერგიის ტრანზიტის მნიშვნელოვანი ჰაბი. ევროკავშირი ეხმარება ქვეყანას საკანონმდებლო და სარეგულაციო გარემოს გაუმჯობესებაში იმგვარად, რომ მან შეძლოს ენერგოეფექტურობაზე გადასვლა და მაქსიმალურად ისარგებლოს განახლებადი ენერგიის საკუთარი წყაროებით.