
აღმოსავლეთ პარტნიორობა (EaP) 2009 წელს დაწყებული ერთობლივი ინიციატივაა, რომლის მიზანია ურთიერთობების გაღრმავება და გაძლიერება ევროკავშირს, მის წევრ სახელმწიფოებს და მისი აღმოსავლეთ სამეზობლოს შემდეგ ექვს ქვეყანას შორის: აზერბაიჯანი, ბელარუსი, მოლდოვის რესპუბლიკა, საქართველო, სომხეთი და უკრაინა. ამ ინიციატივის ფარგლებში ყველა პარტნიორს აღებული აქვს ვალდებულება რეალური სარგებელი მოუტანოს მოქალაქეებს ყოველდღიურ ცხოვრებაში რეგიონის მასშტაბით, და მოახდინოს აღნიშნულის დემონსტრირება.