20 შედეგი 2020 წლისთვის მონიტორინგი – საქმის ვითარება 2020 წლის თებერვალში

19-06-2020
20 შედეგი 2020 წლისთვის მონიტორინგი – საქმის ვითარება 2020 წლის თებერვალში
20 შედეგი 2020 წლისთვის მონიტორინგი – საქმის ვითარება 2020 წლის თებერვალში

2017 წლის აღმოსავლეთ პარტნიორობის ბრიუსელის სამიტზე დამტკიცდა „20 შედეგი 2020’ წლისთვის“ - აღმოსავლეთ პარტნიორობაში რეფორმების მასშტაბური სამუშაო გეგმა, რომელსაც რეალური შედეგები უნდა მოეტანა მოქალაქეებისთვის.

ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების და პარტნიორი ქვეყნების დასახმარებლად ამ პროცესის წარმართვაში, ევროპის საგარეო საქმეთა სამსახური და ევროკომისია რეგულარულად აწარმოებენ აღნიშნული გეგმის განხორციელების მონიტორინგს - რაც მოიცავს როგორც მიღწევებს, ისე იმ სფეროებს, სადაც შეიძლება დამატებითი ძალისხმევა იყოს საჭირო.

ეს დოკუმენტი წარმოადგენს ინიციატივის „20 შედეგი 2020 წლისთვის“ გახორციელების და 2020 წლის თებერვლისთვის მიღწეული კონკრეტული შედეგების განახლებულ მიმოხილვას. მასში არ არის მოცემული ახალი ვალდებულებები. მისი შედეგები დამყარებულია შიდა მონიტორინგის პროცესზე ევროპის საგარეო საქმეთა სამსახურის და ევროკომისიის მონაწილეობით, რაც ასევე ითვალისწინებს აღმოსავლეთ პარტნიორობის ინსტიტუციური სტრუქტურების (მათ შორის პლატფორმების და პანელების) შეხვედრების შედეგებს. ამ დოკუმენტში შერჩევით არის გაშუქებული საფუძვლიანი შიდა მონიტორინგის ყველაზე უფრო რეპრეზენტატული შედეგები. წინა ანგარიში ასახავდა 2019 წლის მარტამდე მიღწეულ შედეგებს.