REGIOSTARS რეგიონული განვითარების ხუთ პროექტს დააჯილდოებს

26-02-2021
Photo: European Union
Photo: European Union

ევროპული კონკურსი, REGIOSTARS,  ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ იმ პროექტებს დააჯილდოებს, რომლებიც რეგიონული განვითარების სფეროში ინოვაციურ მიდგომებს საუკეთესოდ წარმოაჩენენ. გამარჯვებულ პროექტებს თავიანთი მედია-კამპანიებისთვის 5000 ევრო გადაეცემათ. 

REGIOSTARS ყოველწლიური კონკურსია, რომელსაც ევროკომისიის რეგიონული და ურბანული პოლიტიკის გენერალური დირექტორატი ატარებს. მისი მიზანია, განსაზღვროს რეგიონული განვითარების საუკეთესო პრაქტიკა და გამოავლინოს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ისეთი ინოვაციური პროექტები, რომლებსაც სხვა რეგიონებისა და პროექტის მენეჯერების დაინტერესება და ინსპირირება შეეძლება.

წლევანდელ კონკურსში გამარჯვებულები ხუთ სფეროში გამოვლინდებიან: 

  • ჭკვიანი ევროპა: ადგილობრივი ბიზნესის ციფრულ სამყაროში კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესება.
  • მწვანე ევროპა: ურბანულ და სასოფლო სივრცეებში ეკომეგობრული და მდგრადი გადაწყვეტების შექმნა.
  • სამართლიანი ევროპა: ინტეგრაციის მხარდაჭერა და დისკრიმინაციის აღკვეთა.
  • ურბანული ევროპა: ქალაქებში ეკომეგობრული საკვები სისტემების განვითარება.
  • წლის მთავარი საკითხი: რეგიონებში ეკომეგობრული გადაადგილების ხელშეწყობა — რკინიგზის წელი ევროპაში.

პროექტის მენეჯერების მიერ წარდგენილი განაცხადები დამტკიცებული უნდა იყოს იმ მმართველი ორგანიზაციის მიერ, რომელმაც ევროკავშირის დაფინანსება უზრუნველყო (იქნება ეს ევროპული რეგიონული განვითარების ფონდი,  კოჰეზიის ფონდი, ევროპის სოციალური ფონდი, გაწევრებამდე დახმარების მექანიზმი თუ ევროპული სამეზობლო მექანიზმი).

ფინალისტებს ოქტომბერში რეგიონების და ქალაქების ევროპული კვირეულის საკომუნიკაციო ტრენინგის კურსებზე მიიწვევენ. ხუთ კატეგორიაში გამარჯვებულებს და ხალხის რჩეულს კი ჯილდოებს REGIOSTARS-ის ცერემონიაზე გადასცემენ. ცერემონია 2021 წლის დეკემბერს, ხორვატიის ქალაქ დუბროვნიკში გაიმართება. 

ონლაინპლატფორმაზე განაცხადების ატვირთვა 2021 წლის
9 თებერვლიდან 9 მაისამდე იქნება შესაძლებელი.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი

REGIOSTARS 2021-ის საკონკურსო განაცხადების მიღების ონლაინპლატფორმა