პორტუგალიის ახალი თავმჯდომარეობა გლობალური ევროპის და თანასწორ, მწვანე და ციფრულ აღდგენაზე ორიენტაციის პირობას იძლევა

15-01-2021
Photo: European Union
Photo: European Union

ევროკავშირის საბჭოს პორტუგალიის თავმჯდომარეობის ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტია ეფექტური მულტილატერალიზმის ერთგული გლობალური ევროპა, „განსაკუთრებული ყურადღებით მეზობელ ქვეყნებზე“. 

პორტუგალიის თავმჯდომარეობა, რომელიც 2021 წლის 1 იანვარს დაიწყო, „დაიცავს შედეგებზე ორიენტირებულ საერთაშორისო პარტნიორობებს განვითარების მხარდასაჭერად, და ხელს შეუწყობს დისკუსიას ადამიანის განვითარების შესახებ, კერძოდ, ჯანმრთელობის და განათლების სფეროში, გენდერული თანასწორობის და ქალთა გაძლიერების ჩათვლით“.

ლოზუნგით „შედეგის დრო: სამართლიანი, მწვანე და ციფრული აღდგენა“, პორტუგალიის თავმჯდომარეობის მიზანია ევროპის სიცოცხლისუნარიანობის და მისი მოქალაქეების რწმენის გაძლიერება ევროპული სოციალური მოდელის მიმართ, კავშირის მხარდაჭერა სოლიდარობის, დაახლოების და ერთობის საზიარო ღირებულებების საფუძველზე მიმდინარე პანდემიის კრიზისის დაძლევის მიზნით.

მისი მიზანი იქნება იმის უზრუნველყოფა, რომ ორმაგი - კლიმატის და ციფრული ტრანსფორმაცია - მიღწეულ იქნას ინკლუზიური გზით, უკლებლივ ნებისმიერი ადამიანის გათვალისწინებით, იმავდროულად პანდემიის სოციალური განზომილების პრობლემის გადაჭრით.

პორტუგალია აპირებს პრიორიტეტი მიანიჭოს ევროპის მწვანე შეთანხმების განხორციელებას მდგრადი ეკონომიკური აღდგენის პერსპექტივით, და ხელი შეუწყოს პირველი ევროპული კლიმატის კანონის დამტკიცებას.

გარდა ამისა, პორტუგალიის თავმჯდომარეობა მხარს დაუჭერს ევროპის ჯანმრთელობის კავშირის შექმნას, რომელიც აძლიერებს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კრიზისებზე რეაგირების და უსაფრთხო ვაქცინების წარმოების და განაწილების პოტენციალს, ევროპაში და მის ფარგლებს გარეთ. 

ევროკავშირის საბჭოს პორტუგალიის თავმჯდომარეობა 2021 წლის 30 ივნისამდე გაგრძელდება.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი

პორტუგალიის თავმჯდომარეობის პრიორიტეტები