ნარკოტიკებით გამოწვეული გადაუდებელი მდგომარეობების ევროპული ქსელი ემზადება ნარკოტიკებით გამოწვეული ჯანმრთელობის დაზიანების პრევენციისთვის სამეზობლოს ქვეყნებში

15-01-2021
Photo: European Union
Photo: European Union

ნარკოტიკებით გამოწვეული გადაუდებელი მდგომარეობების ევროპული ქსელი (Euro-DEN Plus) აპირებს საავადმყოფოს ახალი „სასიგნალო“ ცენტრების დანერგვას ევროკავშირის სამეზობლოში. ახალი ცენტრები განთავსდება ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ EU4Monitoring Drugs (EU4MD) პროექტში მონაწილე ქვეყნებში სომხეთის, აზერბაიჯანის, ბელარუსის, საქართველოს, მოლდოვის და უკრაინის ჩათვლით.

საავადმყოფოების გადაუდებელი განყოფილებების მონაცემები მიუთითებს, რომ ევროპაში ყოველწლიურად ათასობით ადამიანს უვითარდება ნარკოტიკებთან დაკავშირებული ინტოქსიკაცია და სხვა დაზიანებები, რასაც მოსდევს გადაუდებელი ჰოსპიტალიზაცია. ევროპის ნარკოტიკების და ნარკომანიის მონიტორინგის ცენტრის (EMCDDA) მხარდაჭერით ნარკოტიკებით გამოწვეული გადაუდებელი მდგომარეობების ევროპული ქსელი (Euro-DEN Plus) მონიტორინგს უწევს ნარკოტიკებით გამოწვეული გადაუდებელი მდგომარეობების გამოვლინებებს ევროპის მასშტაბით, ნარკოტიკების გამოყენებასთან დაკავშირებული ჯანმრთელობის მწვავე დაზიანებების განსაკუთრებულად გააზრების მიზნით.

ნარკოტიკებით გამოწვეული გადაუდებელი მდგომარეობების ევროპული ქსელი უკვე სულ 28 სასიგნალო ცენტრს მოიცავს ევროკავშირის წევრ 18 სახელმწიფოში, ნორვეგიაში, გაერთიანებულ სამეფოსა და შვეიცარიაში. ახალი ცენტრები არა მარტო გააფართოებს მონაცემთა მონიტორინგის გეოგრაფიულ არეალს, არამედ ასევე გააძლიერებს ქსელს და ნარკოტიკებით გამოწვეული მწვავე დაზიანებების პოლიტიკაზე ორიენტირებულ მონიტორინგს ახალ რეგიონებში.

ევროპის ნარკოტიკების და ნარკომანიის მონიტორინგის ცენტრის (EMCDDA) მიერ 2019 წლის იანვარში დაწყებული და ევროკავშირის მიერ დაფინანსებული სამწლიანი პროექტი EU4Monitoring Drugs, მხარს უჭერს ეროვნულ და რეგიონულ მზადყოფნას, რათა შესაძლებელი იყოს ნარკოტიკებთან დაკავშირებული უსაფრთხოების და ჯანმრთელობის საფრთხეების დროული იდენტიფიცირება და მათზე რეაგირება

ნარკოტიკებით გამოწვეული გადაუდებელი მდგომარეობების ევროპული ქსელის სამეზობლოს ქვეყნებში დანერგვის გადაწყვეტილება განხილული იქნა 11 იანვარს ქსელის საწყისი ეტაპის შეხვედრაზე EU4MD ექსპერტების და დასავლეთ ბალკანეთის წარმომადგენელი პარტნიორების მონაწილეობით. 12 ქვეყნის 25 ექსპერტის მონაწილეობით ჩატარებული შეხვედრის მიზანი იყო მომავალი ცენტრების წარმომადგენლებისთვის ზოგადი ინფორმაციის მიწოდება პროექტის „ნარკოტიკებით გამოწვეული გადაუდებელი მდგომარეობების ევროპული ქსელი“ (Euro-DEN Plus) და მისი მონაცემთა შეკრების მოდელის შესახებ.

დამატებით ინფორმაცია: 

პრესრელიზი

EU4Monitoring Drugs webpage