ევროპის განათლების ფონდმა მწვანე გარდაქმნასთან დაკავშირებული საკონკურსო განცხადებათა მიღების ვადა გაახანგრძლივა

02-04-2021
Photo: European Union
Photo: European Union

ევროპის განათლების ფონდმა (ETF) გამოცხადებულ კონკურსში განცხადებათა მიღების ვადა გაახანგრძლივა. კონკურსი იმ საუკეთესო პრაქტიკის გამოვლენას ემსახურება, რომლის მეშვეობითაც მწვანე ეკონომიკაზე გადასვლის პროცესში უნარების ქონის მნიშვნელობა აშკარავდება. მისი მიზანი განათლების, პოლიტიკისა და პრაქტიკული საქმიანობის სფეროში ჩართული იმ მხარეების ახალი იდეებით მომარაგებაა, რომლებიც  ევროკავშირის სამეზობლოს რეგიონში და მის ფარგლებს გარეთ მოღვაწეობენ.

კონკურსი სათაურით, „მწვანე გარდაქმნა: განათლება, ტრენინგი და უნარები“, კრებს ისტორიებს იმის შესახებ, თუ როგორ ეხმარება განათლება, ტრენინგი და უნარების ათვისება უფრო მდგრადი, სუფთა, ნახშირორჟანგ-ნეიტრალური ცირკულარული ეკონომიკის და საზოგადოების ჩამოყალიბებას. 

კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს ყველას, ვისაც საინტერესო წარმატების ისტორიის ისეთი სფეროდან გაზიარება შეუძლია, როგორიცაა:

  • საწარმოები, რომლებიც ნერგავენ ეკომეგობრულ ტექნოლოგიებს და წარმოების პროცესებს და საკუთარ თანამშრომლებს შესაბამისი უნარების ათვისებასა და გამოყენებაში ეხმარებიან;
  • ტრენინგის პროვაიდერები, რომლებიც პედაგოგებს და მენტორებს გარემოს დაცვის და მწვანე ტექნოლოგიების სფეროში არსებული თანამედროვე ცოდნით ამარაგებენ;
  • მრეწველობის სფეროები და სექტორები, რომლებიც მრეწველობაში ეკომეგობრული უნარების განვითარებისთვის საჭირო ტრენინგის სტანდარტებს აწესებენ და შესაბამის კურსებს აორგანიზებენ;
  • სახელმწიფო და კერძო უწყებები, რომლებიც ეკოლოგიური ცნობიერების ასამაღლებელ პროგრამებს სხვადასხვა სამინისტროსთან და საჯარო ორგანიზაციასთან თანამშრომლობის კოორდინირებით ნერგავენ;
  • დასაქმების სახელმწიფო სამსახურები, რომლებიც სამუშაო ადგილებს ტრენინგებთან აკავშირებენ და ეკომეგობრული ბიზნეს-შესაძლებლობების შესახებ ამაღლებენ ცნობიერებას;
  • სკოლები, რომლებიც მეტად ეკომეგობრულნი ხდებიან;
  • სახელმწიფო-კერძო პარტნიორობები, რომლებიც მწვანე განვითარებისთვის მუშაობენ.

საუკეთესო ისტორიებს საერთაშორისო კონფერენციაზე წარადგენენ, რომელსაც ევროპის განათლების ფონდი და იუნესკო 2021 წლის 21-25 ივნისს ერთობლივად გაუწევენ ორგანიზებას.

განცხადებები მიიღება 2021 წლის 7 აპრილამდე ინგლისურ, ფრანგულ და რუსულ ენებზე.
დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი