ევროკავშირი და იუნისეფი სასკოლო განათლების მხარდამჭერ კამპანიას იწყებენ

29-04-2021
Photo: European Union
Photo: European Union

COVID-19-ის პანდემიამ მთელი მსოფლიოს მასშტაბით 897 მილიონი მოსწავლის სასწავლო პროცესი შეაფერხა. ამის საპასუხოდ, ევროკავშირმა და იუნისეფმა სოციალურ ქსელებში ბავშვთა მიერ განათლების მიღების პრიორიტეტულობის მხარდამჭერი ვიდეოკამპანია წამოიწყეს. 

კამპანიის პირველი ვიდეოკლიპი — „5 გზა იმისათვის, რომ თქვენს ბავშვებს საშინაო დავალების შესრულებაში დაეხმაროთ“ — იმ მშობლებისთვისაა განკუთვნილი, რომლებსაც სურთ, შვილებს მეცადინეობის პროცესი გაუმარტივონ. 

კამპანია მიზნად ისახავს, მისწვდეს მთელ მსოფლიოში მცხოვრებ 100 მილიონამდე ადამიანს — მათ შორის, პოლიტიკოსებსაც. ვიდეო, ჰეშტეგებით #EU4Children​ და #ForEveryChild, იმ ზოგიერთ სირთულეზე საუბრობს, რომელსაც ბავშვები განათლების მიღების პროცესში ხშირად აწყდებიან. ვიდეოში ნაჩვენებია მარტივად შესასრულებელი ხერხები, რომელთა გამოყენებითაც მშობლები და საზოგადოება ბავშვებს სწავლის პროცესში დაეხმარებიან. ამასთან, ხაზგასმულია, რომ მოსწავლეების სკოლაში რეგულარულად სიარული არსებითი მნიშვნელობისაა. 

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი