ახალგაზრდა ევროპელი ელჩები საქართველოდან

25-06-2020
ახალგაზრდა ევროპელი ელჩები საქართველოდან
1. მსმენია ახალგაზრდა ევროპელი ელჩების შესახებ, მაგრამ არ ვიცი ვინ არიან ისინი, და რას აკეთებენ

ახალგაზრდა ევროპელი ელჩების ინიციატივა (YEAs) - ეს არის ენერგიით სავსე ევროპული ქსელი, რომელიც აერთიანებს 16 - 26 წლის აქტიურ ახალგაზრდებს შემდეგი ქვეყნებიდან: აზერბაიჯანი, ბელარუსი, მოლდოვის რესპუბლიკა, საქართველო, სომხეთი, უკრაინა და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები.

YEAs

მათი ერთობლივი მუშაობის მიზანია ცნობიერების ამაღლება ევროკავშირთან თანამშრომლობის საკითხებზე რეგიონში, ახალგაზრდობის პოლიტიკის შემუშავების მხარდაჭერა და თანამშრომლობა უკეთესი მომავლისთვის.

ახალგაზრდა ევროპელი ელჩების ინიციატივა ჩამოყალიბდა 2016 წლის ივნისში, როგორც პროექტის ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლო ნაწილი ევროკავშირის ღია სამეზობლო პროგრამის ფარგლებში.

2020 წელს ექვს პარტნიორ ქვეყანაში, ევროკავშირის 27 წევრ სახელმწიფოში და გაერთიანებულ სამეფოში საქმიანობს 34-ზე მეტი სხვადასხვა ეროვნებას წარმომადგენელი 700-ზე მეტი ახალგაზრდა ევროპელი ელჩი.

ახალგაზრდა ევროპელი ელჩები არიან სტუდენტები, ახალგაზრდა პროფესიონალები და ლიდერები, რომლებიც ნებაყოფლობით უთმობენ საკუთარ დროს ასობით ღონისძიებაში მონაწილეობას ყველა აღნიშნული ქვეყანაში და ონლაინ. აქ შეგიძლიათ მათ პროფილებს გაეცნოთ

ახალგაზრდა ევროპელი ელჩების ინიციატივა საკუთარი ქსელის წევრებს სთავაზობს მოხალისეობას, კარიერულ წინსვლას და ლიდერობის შესაძლებლობებს ახალგაზრდებისთვის. მათ წვლილი შეაქვთ და მონაწილეობენ შემდეგ ღონისძიებებში:

  • ევროკავშირის ღონისძიებები, მათ შორის ევროპის ახალგაზრდული ფორუმები, აღმოსავლეთ პარტნიორობის კონფერენციები, სასწავლო მივლინებები ევროკავშირში და სემინარები მთელ რეგიონში და ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში.

  • ექსპერტთა ტრენინგები ინფორმაციის მისაღებად ევროკავშირთან დაკავშირებული ძირითადი საკითხების შესახებ უშუალოდ ამ საკითხებზე ყოველდღიურად მომუშავე ექსპერტებისგან, რომელთა შორის არიან ევროკავშირის ოფიციალური პირები, დიპლომატები, ჟურნალისტები, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები და კომპანიები.

  • ახალგაზრდა ევროპელი ელჩების ტრენინგები, რომლებიც საშუალებას აძლევს მათ გახდნენ ტრენერები, მენტორები ან მრჩევლები ინიციატივის ფარგლებში, რათა შეძლონ საკუთარი ცოდნის და გამოცდილების საკუთარი თანატოლებისთვის გადაცემა.

  • სათემო ღონისძიებები და აქტიური ჩართულობა ონლაინ. მაგ. საუბრები, სემინარები, იდეათონები, ტესტები, შეხვედრები, ვიზიტები სკოლებში, გამოფენები, ევროპის დღეები ან ცოცხალი დებატები ინსტაგრამზე, Bingo ონლაინ რეჟიმში, სოციალური მედია-კამპანიები, ვლოგები, და გაცილებით უფრო მეტი.

2. რატომ უნდა გავხდე ახალგაზრდა ევროპელი ელჩი?

როგორც ახალგაზრდა ევროპელი ელჩს, გექნება შესაძლებლობა, შეხვდე მსგავსად მოაზროვნე ახალგაზრდებს და განავითარო შენი პიროვნული თვისებები. გაიცნობ მსგავსი აზრების და ინტერესების მქონე ახალგაზრდებს როგორც შენი, ისე სხვა ქვეყნებიდან. იმოგზაურებ საკუთარ ქვეყანაში, შეხვდები თანამოქალაქეებს და გააცნობ მათ ევროკავშირს, მის პარტნიორულ ურთიერთობას შენს ქვეყანასთან და მის მიერ შემოთავაზებულ შესაძლებლობებს. ამ ყველაფრის დახმარებით კი გაგიუმჯობესდება გუნდური მუშაობის, პრობლემების გადაჭრის, ლიდერობის და ადამიანებთან ურთიერთობის უნარები. ეს მნიშვნელოვანი უნარებია  შენი მომავალი კარიერისთვის!

საკუთარ საზოგადოებაში აქტიურობით, შესაძლებლობა გექნება, შენს მეგობრებს, ოჯახს და ქვეყანას აჩვენო, თუ როგორ საზოგადოებაში ისურვებდი ცხოვრებას. შეძლებ შენს ირგვლივ მყოფი ადამიანების გაძლიერებას და მოახდენ გავლენას მათ ცხოვრებაზე!

და ბოლოს, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ახალგაზრდა ევროპელი ელჩის სტატუსი გაძლევს შესაძლებლობას შეიძინო მეგობრები, გაუზიარო სხვებს საკუთარი ცოდნა და გამოცდილება, ან უბრალოდ აღმოაჩინო საკუთარი თავი და სამყარო შენს გარშემო!

3. მივიღებ ანაზღაურებას, თუ ვიმუშავებ, როგორც ახალგაზრდა ევროპელი ელჩი?

ინიციატივაახალგაზრდა ევროპელი ელჩებიმოხალისეობრივი ინიციატივაა და თქვენ ანაზღაურებას არ მიიღებთ

ახალგაზრდა ევროპელი ელჩების საქმიანობის ორგანიზების ხარჯებს ფარავს პროექტიევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლო“. ამ საქმიანობის მაგალითებია სკოლებში და უნივერსიტეტებში ვიზიტების ორგანიზება ინტერაქტიული სემინარების ჩასატარებლად; გარემოს დაცვის ღონისძიებები, მაგ., ხეების დარგვა; ღონისძიებებში მონაწილეობა საზღვარგარეთ, და მრავალი სხვა

4. მინდა გავხდე ახალგაზრდა ევროპელი ელჩი, როგორ უნდა შევიტანო განაცხადი?

შენ შეგიძლია განაცხადის შეტანა, თუკი:

  • ხარ ევროკავშირის ან აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსიდან ერთ-ერთი წევრი ქვეყნის (აზერბაიჯანი, ბელარუსი, მოლდოვის რესპუბლიკა, საქართველო, სომხეთი, უკრაინა) მოქალაქე

  • ხარ 16-დან 26 წლამდე ასაკის

  • კარგად იცი ინგლისური

  • დაინტერესებული ხარ ევროკავშირის საქმიანობით და პარტნიორული ურთიერთობით და თანამშრომლობით ევროკავშირსა და შენს ქვეყანას შორის

  • დაინტერესებული ხარ სახალხო დიპლომატიით და ხალხთან ურთიერთობით, მზად ხარ გაუზიაროთ სხვებს ცოდნა, გამოცდილება და ინფორმაცია

  • მოტივირებული ხარ შენი ქვეყნის და მისი საზოგადოების განვითარებაში წვლილის შესატანად

  • დაინტერესებული ხარ მოხალისეობრივი საქმიანობით და მზად ხარ საკმარისი დრო დაუთმო სამოქალაქო ჩართულობის ღონისძიებებს.

იხილეთ შერჩევის კრიტერიუმები სრულად და კითხვა-პასუხი აქ.

განაცხადის შესატანად, შეგიძლიათ, გამოგვიგზვნოთ ინტერესის გამოხატვის წერილი მოკლე ფორმის შევსების საშუალებით.

წერილის მიღებისთანავე, ჩვენი რეგიონული და ეროვნული საკონტაქტო პირები, რომლებიც არიან ევროკაშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვს ქვეყანაში, დაგიკავშირდებიან და მოგცემენ რეკომენდაციებს შემდგომ ნაბიჯებთან დაკავშირებით.

ზოგადად, განაცხადის შეტანის პროცესი მარტივია და შედგება შემდეგი ეტაპებისგან: სააპლიკაციო პაკეტის შევსება, მოკლე ტესტიკოორდინატორთან დაკავშირება და ახალგაზრდა ევროპელი ელჩების საქმიანობაში აქტიური მონაწილეობა.

ჩვენ ვღებულობთ ახალ განცხადებს წელიწადში ოთხჯერ, თითოეული კვარტლის დასასრულს, მაგრამ, შესაძლოა, კანდიდატობის პერიოდშიც აქტიურად ჩაერთოთ ახალგაზრდა ევროპელი ელჩების აქტივობებში.

საპლიკაციო პროცესში ჩართვისთანავე, თქვენ გეყოლებათ მენტორი.

5. როგორ ხდება ახალგაზრდა ევროპელი ელჩების შერჩევა?

იმისათვის, რომ გახდე ახალგაზრდა ევროპელი ელჩი, საჭიროა სააპლიკაციო პროცესის გავლა. პირველი ფაზაა ინტერესის გამოხატვა იმისათვის, რომ გახდე ახალგაზრდა ევროპელი ელჩი. შემდეგ, მალევე დაგიკავშირდებიან შენი ქვეყნის ეროვნული წარმომადგენლები. შემდეგ უნდა გაიარო წინასწარი შეფასების პროცედურა, რომელიც შედგება მენტორობის პროგრამისგან და განაცხადის პაკეტის შევსებისგან, რომელშიც ასევე წარმატებით უნდა გაიარო ტესტი. საბოლოო ფაზა წარმოადგენს ნომინირების ეტაპს. ამ ფაზაში გარდა პროექტისევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლოშეფასებისა, შენს კანდიდატურას დაწვრილებით განიხილავს და დაამტკიცებს რამდენიმე მონაწილე მხარე, როგორიცაა ევროკავშირის წარმომადგენლობა შენს ქვეყანაში და ევროკომისია. ამ პროცესს გარკვეული დრო სჭირდება, მაგრამ ის პრაქტიკულად უფრო მარტივია, ვიდრე ჟღერს!

ახალგაზრდა ევროპელი ელჩობის ახალი კანდიდატები დამტკიცდებიან წელიწადში ოთხჯერ, თითოეული კვარტლის ბოლოს. შენი პირადი განაცხადის დამუშავების ხანგრძლივობა დამოკიდებულია შენს წინსვლაზე, ასევე შენს მიერ განაცხადის შეტანის დროზე წლის განმავლობაში. ის შეიძლება ერთი თვიდან მაქსიმუმ სამ თვემდე გაგრძელდეს.

6. რამდენი ახალგაზრდა ევროპელი ელჩია საქართველოში? რა აქვთ მათ დღემდე გაკეთებული?

საქართველოში სულ 96 ახალგაზრდა ევროპელი ელჩია. მათთან შესახვედრად დააწკაპუნეთ აქ!

დღემდე ახალგაზრდა ელჩებმა საქართველოში მოაწყვეს და მონაწილეობა მიიღეს 120-მდე სამოქალაქო საზოგადოებრივ ღონისძიებაში. მაგალითად, აქტიური ქართველი ახლგაზრდა ევროპელი ელჩების ინიციატივით დაარსდა ყვარლის ევროკლუბი, რომლის მიზანია დებატების წახალისება ევროკავშირთან დაკავშირებულ საკითხებზე მოსწავლეებს შორის #1 საჯარო სკოლაში.

სხვა ღონისძიებები ორიენტირებულია შემდეგ საკითხებზე:

  • ვიზიტები სკოლებსა და უნივერსიტეტებში საკუთარი ცოდნის გასაზიარებლად ევროკავშირისა და იმ შესაძლებლობების შესახებ, რომელსაც ევროკავშირი ახალგაზრდებს სთავაზობს

  • გარემოსდაცვითი ღონისძიებები

  • საერთაშორისო და სახალხო დიპლომატიის ღონისძიებები

  • სოციალური საკითხები

 იხილეთ ისინი საქმიანობისას აქ 

7. მე ვერ გავხდები ახალგაზრდა ევროპელი ელჩი, მაგრამ მინდა მონაწილეობის მიღება მათ საქმიანობაში: ეს შესაძლებელია?

დიახ! იმ შემთხვევაშიც კი, თუ არ ხართ ახალგაზრდა ევროპელი ელჩი, შეგიძლიათ მათ მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში მონაწილეობა! ხართ დაინტერესებული? თუ ასეა, იხილეთ, როგორ შეიძლება მიიღოთ ახალი ინფორმაცია