აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წლის იუბილე - რას ნიშნავს ინიციატივა საქართველოსთვის?

26-04-2019
აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წლის იუბილე - რას ნიშნავს ინიციატივა საქართველოსთვის?
1. რა არის აღმოსავლეთ პარტნიორობა? ნიშნავს ეს ევროკავშირის წევრობას?

აღმოსავლეთ პარტნიორობა აერთიანებს ევროკავშირს, მის წევრ სახელმწიფოებს და მის ექვს აღმოსავლეთ მეზობელს - აზერბაიჯანს, ბელარუსს, მოლდოვის რესპუბლიკას, საქართველოს, სომხეთს და უკრაინას. პარტნიორები ბოლო ათი წელია, თანამშრომლობენ  ამ ქვეყნებში დემოკრატიის, კეთილდღეობის და სტაბილურობის საერთო სივრცის შესაქმნელად.

10th anniversary of the Eastern Partnership

რეალობაში ეს ნიშნავს, უფრო  ძლიერ ეკონომიკას და სახელმწიფო ორგანიზაციებს, ნდობის მაღალ მაჩვენებელს, სუფთა გარემოს და უსაფრთხო და უწყვეტ ენერგომომარაგებას, ახალ შესაძლებლობებს, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებისთვის. საბოლოო ჯამში, ეს ნიშნავს, თითოეული მოქალაქის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას.

აღმოსავლეთ პარტნიორობა არ ნიშნავს ევროკავშირის წევრობას, თუმცა ის აახლოებს ქვეყნებს ევროკავშირთან მათი  სურვილის შესაბამისად.

2. რატომ არის დაინტერესებული ევროკავშირი ამ პარტნიორობით? რატომ უნდა დახარჯოს ევროკავშირმა გადასახადის გადამხდელთა ფული სხვა ქვეყნების დასახმარებლად?

ევროკავშირს ნათელი ინტერესი აქვს: სტაბილური, დაცული და წარმატებული მეზობლები ევროკავშირის სტაბილურობის, დაცულობის და კეთილდღეობის წინაპირობაა - ჩვენ უნდა მოვახდინოთ სტაბილურობის ექსპორტიარასტაბილურობის იმპორტის თავიდან ასაცილებლად“ - ამბობს იოჰანეს ჰანი, ევროკომისარი ევროკავსირის სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში.

აღმოსავლეთ პარტნიორობის დახმარებით, საქართველოს და ევროკავშირს წვდომა აქვთ ახალ ბაზრებსა და მომხმარებლებზე, რასაც  განსაკუთრებით ხელს უწყობს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები; ასეთი შეთანხმების ერთ-ერთი მაგალითია ევროკავშირსა და საქართველოს შორის გაფორმებულიღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცე“. პარტნიორობა ასევე ხელს უწყობს ახალ ბაზრებზე წვდომას ტურიზმის განვითარებისთვის და გვთავაზობს შესაძლებლობებს ახალგაზრდებისთვის. ევროკავშირის და საქართველოს ახალგაზრდებისთვის დღეს უფრო მარტივია გამოცდილების  გაზიარება, მოგზაურობა და ურთიერთობა.

3. დავუშვათ, ევროკავშირი გამოყოფს თანხებს, მაგრამ ამოწმებს ვინმე, სად და როგორ იხარჯება ეს ფული?

ევროკავშირის ფინანსების ხარჯვა ყოველთვის გადის მკაცრ, უწყვეტ შემოწმებას. კონტროლის და აუდიტის არსებული პროცედურები მაქსიმალურად აფასებს დაფინანსებული პროექტების მნიშვნელობას და შედეგებს. გარდა ამისა, წარმოებს მკაცრი ფინანსური აუდიტი თანხების სათანადო ხარჯვის კონტროლის მიზნით. მაგალითად, სახელმწიფო ბიუჯეტის დახმარების დროს ფულის გაცემა  ხდება მხოლოდ მაშინ, თუ შესრულებულია ყველა პირობა, მათ შორის ანგარიშგებასთან დაკავშირებით. ევროკავშირი არ გამოყოფს დაფინანსებას მანამ, სანამ არ დარწმუნდება, რომ ყველა საჭირო პირობა დაკმაყოფილებულია.

ევროკავშირის და მისი აღმოსავლეთ პარტნიორების, მათ შორის საქართველოსთვის, კორუფციასთან ბრძოლა ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანაა. ამიტომ ძალიან ბევრი კეთდება კანონის უზენაესობის, გამჭვირვალობის და ეფექტური საჯარო ადმინისტრაციის მხარდასაჭერად.

ევროპული ფინანსების დანიშნულების მიხედვით ხარჯვა აძლიერებს თითოეული პარტნიორი ქვეყნის ეკონომიკას და საზოგადოებას და რეალური სარგებელი მოაქვს ამ ქვეყნების მოქალაქეებისთვის.

4. რა კონკრეტულ სარგებელს იღებს საქართველო?

ევროკავშირი საქართველოს  უმთავრესი პარტნიორია. ამ პარტნიორობის საფუძველია ასოცირების შეთანხმება და შეთანხმება ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ, რომლებიც ძალაში შევიდა 2016 წელს.

ეს ნიშნავს, რომ ქართული ექსპორტი ევროკავშირში იზრდება და მისი წილი ქვეყნის მთლიან ვაჭრობაში 27%-ზე მეტია. ევროკავშირი ეხმარება კერძო სექტორს. კერძოდ, 40,000-ზე მეტმა მცირე და საშუალო საწარმომ, მიკროსაწარმომ და ფერმერმა მიიღო სესხი; 1600-მა ფერმერულმა კოოპერატივმა მიიღო ფინანსური და ტექნიკური დახმარება, ხოლო 250,000-ზე მეტ ფერმერს ჩაუტარდა სხავადასხვა ტრენინგი .

ევროკავშირის მხარდაჭერით შეიქმნა მთავრობის იურიდიული დახმარების სამსახური 20 ოფისით მთელ ქვეყანაში, რომელმაც დღემდე უფასო დახმარება 330,000-ზე მეტ ადამიანს გაუწია. ევროკავშირის დახმარებით ტრენინგი გაიარა 5,000-ზე მეტმა მოსამართლემ და იურისტმა, პოლიციის გამომძიებელმა, სახალხო დამცველმა და ადვოკატმა. ევროკავშირმა ხელი შეუწყო 44 სამთავრობო სათემო ცენტრის შექმნას პატარა ქალაქებში და სოფლებში, რის შედეგად ძნელად მისადგომ ტერიტორიებზე მცხოვრებ 90,000-ზე მეტ მოქალაქეს შეუძლია ადგილზე ისარგებლოს საჯარო და საბანკო სამსახურებით, ინტერნეტით და ბიბლიოთეკით.

ევროკავშირი საქართველოს მოქალაქეებს სამოგზაურო, სასწავლო და პროფესიული განვითარების შესაძლებლობებს სთავაზობს: 2017 წლის მარტში უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღების შემდეგ, ევროკავშირში იმოგზაურა 300,000-ზე მეტმა ადამიანმა საქართველოდან, ხოლო 6,000-მდე სტუდენტს და მასწავლებელს მიეცა ევროკავშირში სწავლის და სწავლების საშუალება გაცვლითი პროგრამისერაზმუს +“ საშუალებით.

5. რას ნიშნავს ეს ჩემთვის?

ყველა ეს შესაძლებლობა შენთვისაც ხელმისაწვდომია! ეს კარგად ჩანს კონკრეტული ადამიანების მაგალითებზე. ირინე გლოველი - მას შემდეგ რაც პროგრამისქალები ბიზნესშისაშუალებით ევროკავშირი ირინეს საინჟინრო კომპანიას დაეხმარა, კომპანიის მოგება 7.5%-ით გაიზარდა. ნათია, საკუთარი მეუღლის ძალადობის მსხვერპლი: ევროკავშირის პროგრამამ ნათიას და მის ბავშვებს დროებითი თავშესაფარი და ფსიქოლოგიური დახმარება შესთავაზა, ხელი შეუწყო ახალი უნარების ათვისებასა და დამოუკიდებელი ცხოვრების დაწყებაში.

ბექა ბერიაშვილმა მიიღო სტიპენდია პროგრამისგანერაზმუს+“ და შედეგად შეისწავლა მარკეტინგი რუმინეთში. ახლა ის თბილისში, კერძო კომპანიაში მარკეტინგის მენეჯერად მუშაობს. აქ დამსაქმებლები ბევრად უფრო მეტად აფასებენ უცხოეთში მიღებულ განათლებას ადგილობრივთან შედარებით“, ამბობს ბექა.

ევროკავშირის მხარდაჭერით მიღებული სესხით თბილისის მოქალაქეები ქალაქში მგზავრობისათვის 150 ახალ ეკოლოგიურ ავტობუსს იყენებენ.  ეს ავტობუსები ამცირებს ტრანსპორტის ნაკადს, მავნე გამონაბოლქვს და აუმჯობესებს ყველა მოქალაქის ცხოვრების ხარისხს.

6. საინტერესოა, როგორ შემიძლია სხვადასხვა შესაძლებლობების გამოყენება? როგორ მოვიძიო ჩემთვის სასარგებლო ინფორმაცია?

EU NEIGHBOURS ვებგვერდი აქვეყნებს ინფორმაციას ევროკავშირში არსებული ყველა ახალი შესაძლებლობის შესახებ. ეს საკითხები მრავალფეროვანია, მაგ.: ახალგაზრდების საკითხებზე მომუშავეთა სასწავლო მივლინება ფინეთში, სტაჟირება ევროპარლამენტში, ენერგოეფექტურობის ინიციატივების და ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული პროექტების დაფინანსება, ასევე სემინარი მცირე ბიზნესისთვის ექსპორტის საკითხებზე. თქვენ შეძლებთ ყველა ამ შესაძლებლობის მოძიებას ევროკავშირის სამეზობლოს ვებგვერდის სპეციალურ ნაწილში.

თუ გაქვთ მცირე ბიზნესი, ან მეწარმე ხართ, თქვენ შეგიძლიათ მოიძიოთ  ტრენინგის და დაფინანსების სხვადასხვა შესაძლებლობა ინიციატივის EU4Business ვებგვერდზე, ხოლო გაცვლით და საგანმანათლებლო პროგრამებში დაინტერესებული ახალგაზრდები გაეცანით პროგრამის ერაზმუს +“ ეროვნულ ოფისს საქართველოში.

გარდა ამისა, თვალი მიადევნეთ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ვებგვერდს, სადაც ხელმისაწვდომია ინფორმაცია სამსახურის და დაფინანსების, მოგზაურობის და სწავლის შესახებ.

7. 10 წელი თანამშრომლობიდან: რა იქნება შემდეგ?

გასული ათი წლის განმავლობაში ევროკავშირის და მისი პარტნიორი ქვეყნების საქმიანობამ შედეგი გამოიღო  - განვითარდა ვაჭრობა, მობილობა და ეკონომიკა, გაუმჯობესდა ცხოვრების ხარისხი.

მაგრამ პარტნიორობა ამით არ ამოიწურება; ევროკავშირს და მის აღმოსავლეთ პარტნიორებს მომავალი წლისთვის დასახული აქვთ 20 ძირითადი მიზანი, რომელთა მისაღწევად გრძელდება ენერგიული თანამშრომლობა შემდეგ სფეროებში: კარგი მმართველობა, ეკონომიკის განვითარება, ენერგეტიკა, გარემო და ტრანსპორტი, ძლიერი საზოგადოებაგენდერული თანასწორობა, მედია და სამოქალაქო საზოგადოება. ეს მიზნები ცნობილია, როგორც „20 შედეგი 2020 წლისთვის.