რა ცვლილებებია მოსალოდნელი გაზის ბაზარზე ევროკავშირის კანონმდებლობის მიღებით

11-12-2018

საქართველოში გაზის ბაზრის რეფორმირებისთვის ახალი კანონმდებლობის მიღება იგეგმება. ბუნებრივ გაზზე მოთხოვნილება იზრდება, ამასობაში კი გრძელვადიანი კონტრაქტები იწურება. საქართველოს ენერგოუსაფრთხოებას კიდევ უფრო მოწყვლადად აქცევს გეოპოლიტიკა, ვინაიდან საქართველოს ბუნებრივი გაზის ადგილობრივი რესურსი მწირია და მოთხოვნილებას ვერ აკმაყოფილებს. ამჟამად გაზის ბაზარზე სულ რამდენიმე კომპანია ოპერირებს.

გაზის ბაზრის რეგულირების სფეროში მიდგომების შეცვლა იგეგმება - EU4Energy მმართველობის პროექტის ფარგლებში საქართველო ახალი კანონმდებლობის შემოღებას გეგმავს, რომელიც ევროკავშირის მესამე ენერგოპაკეტის ნაწილია. საკანონმდებლო ცვლილებები მონოპოლისტური გაზის ბაზრის გახსნას, ინვესტიციების მოზიდვასა და გაზის მარაგის უსაფრთხოების გაზრდას ისახავს მიზნად.

EU4Energy მმართველობა ტექნიკური დახმარების პროექტია, რომელიც EU4Energy ინიციატივის ფარგლებში ევროკავშირის მიერ ფინანსდება. იგი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში კანონმდებლებს რეგულაციების შექმნასა და საინვესტიციო შესაძლებლობების იდენტიფიცირებაში ეხმარება. საქართველოს გარდა, პროექტისგან სარგებელს აღმოსავლეთ პარტნიორობის სხვა ქვეყნებიც - მოლდავეთი და უკრაინა მიიღებენ. ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს მიერ განხორციელებული პროექტის რეგიონული აქტივობები სომხეთს, აზერბაიჯანსა და ბელარუსსაც მოიცავს.

გაზთან დაკავშირებული ევრორეგულაციების სრულად მიღების ბოლო ვადა საქართველოსთვის 2020 წელს იწურება. ენერგეტიკის სფეროში ახალი კანონმდებლობა პარლამენტმა განსახილველად წლის ბოლომდე უნდა მიიღოს.

გამოწვევები საქართველოს ბუნებრივი გაზის ბაზარზე

საქართველოსთვის გაზის მთავარი მომწოდებელი აზერბაიჯანია და ადგილობრივი ბაზარი ამჟამად სრულიად არის მონოპოლიზებული აზერბაიჯანული კომპანიასოკარისმიერ. ქვეყანა ტრანზიტის საფასურს იღებს რუსეთიდან სომხეთში გაზის მილსადენის, ასევე სამხრეთკავკასიური მილსადენის გატარებისთვის. გაზის ადგილობრივი წარმოება უმნიშვნელოა.

ბუნებრივი გაზის ქართული ბაზარი პირდაპირი კონტრაქტებით ხასიათდება. ამჟამადსოკარისკომპანიები დომინირებენ როგორც საბითუმო, ასევე საცალო ბაზარზე. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის ანგარიშის თანახმად, 2017 წელს მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად ბუნებრივ გაზს ქვეყანას სამი იმპორტიორი აწვდიდა. კონკურენციის ინდიკატორების შეფასება ბაზრის მაღალ კონცენტრაციაზე მიუთითებს, რაც განვითარებადი ბაზრის მქონე ქვეყნებისთვისაა დამახასიათებელი.

რაც შეეხება საცალო ბაზარს, აქ ორი ძირითადი მიმწოდებელისოკარ საქართველოდაყაზტრანსგაზ თბილისია“. იმის გამო, რომ დისტრიბუტორებს მომარაგების განხორციელება არ ეკრძალებათ, ისინი შესაბამის სადისტრიბუციო არეალში მომარაგების ფუნქციასაც ითავსებენ.

ბუნებრივი გაზი ქვეყანაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ენერგორესურსად რჩება. 2017 წელს, წინა წელთან შედარებით, გაზზე მოთხოვნა 3,6%-ით გაიზარდა. გარდა ამისა, გაზის მოხმარება სეზონურია და მისი უდიდესი ნაწილი  - 72% ზამთრის პერიოდზე მოდის.

თეიმურაზ გოჩიტაშვილი საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის სტრატეგიული დაგეგმარების დეპარტამენტის უფროსია. იგი გაზის ქართულ ბაზარზე არსებულ გამოწვევებს შორის ბაზრის მაღალ კონცენტრაციას, მონოპოლიას, მარაგის დეფიციტს, გრძელვადიანი კონტრაქტების ამოწურვასა და მარაგის დაგვიანებულ მიწოდებას ასახელებს.

გაზის მოხმარება ყოველწლიურად იზრდება და ჩვენი გათვლებით, 2030 წლისთვის 3,5 მლრდ. კუბურ მეტრს მიაღწევს, ამასობაში კი ჩვენი გრძელვადიანი კონტრაქტები იწურება. მათი ალტერნატივის პოვნა პრობლემურია“, - ამბობს გოჩიტაშვილი.

როგორ გაუმკლავდება საქართველო გამოწვევებს?

გამოწვევების საპასუხოდ, საქართველო ბუნებრივი გაზის ბაზრის ახალი კონცეფციის მიღებას გეგმავს. მისი მიზანია, საქართველოს გაზის ბაზარზე კონკურენცია შემოტანა და ევროკავშირის სტანდარტებთან შესაბამისობაში გაზის მარაგების დაცულობის უზრუნველყოფა. 2017-2026 წლების ენერგოსექტორის განვითარების სტრატეგიის თანახმად, საქართველოს მთავრობა გეგმავს, გაზის შიდა ბაზრის მართვის ბაზისური წესები ენერგეტიკული გაერთიანების კანონებით ასოცირების შეთანხმების მოთხოვნების შესაბამისად დანერგოს.

ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნო ვენაში მდებარე საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელიც EU4Energy მმართველობის პროგრამას ხელმძღვანელობს და ევროკავშირისგან ფინანსდება. 4-5 ოქტომბერს ორგანიზაციამ საქართველოში ბუნებრივი გაზის ბაზრის დიზაინზე მაღალი დონის დისკუსია გამართა, სადაც დარგის ექსპერტებმა და ხელისუფლების წარმომადგენლებმა ბაზარზე მოსალოდნელი ცვლილებები განიხილეს.

ჩვენ გვინდა, რომ თანამედროვე, საქართველოზე მორგებული  საბაზრო წესები შევიმუშაოთ, რომლებიც კონკურენციისთვის ღია ბაზარს შექმნის, ამავდროულად მის დაბალ კონცენტრაციასა და მარაგების უსაფრთხოებას უზრუნველყოფს“, - ამბობს პრედრაგ გრუიჩიჩი, ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს გაზის განყოფილების უფროსი.

ბაზარზე კონკურენციის შემოტანის აუცილებლობას ხედავს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკიბუნებრივი გაზის სექტორის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი გალდავაც.

ჩვენ გვჭირდება კონკურენცია. გვჭირდება ბაზრის გახსნა, მესამე მხარის არადისკრიმინაციული დაშვება და გამჭვირვალობა, რათა მოვიწვიოთ მომწოდებლები და შევქმნათ კონკურენცია. ისინი გაზს სხვადასხვა წყაროდან შეისყიდიან და ერთეულ გრძელვადიან კონტრაქტებზე აღარ ვიქნებით დამოკიდებული”, - ამბობს გალდავა.

როგორ უნდა მოხდეს საქართველოს გაზის ბაზრის დივერსიფიკაცია

როგორ უნდა გახდეს ქართული ბაზარი უფრო მიმზიდველი? ენერგეტიკული გაერთიანების გაზის ექსპერტი და საქართველოს ენერგიის კანონპროექტის ავტორი ანდრიუს შიმკუსი მიიჩნევს, რომ შესაძლოა, გამოსავალიგაზის გაშვების პროგრამაიყოს. ეს იმას ნიშნავს, რომ იმპორტირებული გაზის ნაწილი ან - თუკი მთავრობა გადაწყვეტს - მთელი მოცულობა, გამანაწილებელ პუნქტზევე გაიყიდება.

ეს იმას ნიშნავს, რომ იმპორტიორებს გაზის უშუალო მომხმარებლებისთვის მიყიდვის უფლება აღარ ექნებათ და ისინი ვალდებული იქნებიან, იგი გამანაწილებელ პუნქტზე გაყიდონ“, - ამბობს შიმკუსი.

კიდევ ერთი ელემენტი, რომელიც პროცესს თან ახლავს, შიმკუსის თქმით, ბაზრის მოთამაშეთა განაწილებაა.

ეს იმას ნიშნავს, რომ სოკარს აღარ ექნება უფლება, დისტრიბუცია და მომარაგება ერთი და იმავე კომპანიით განახორციელოს. იგი ვალდებული იქნება, გაიყოს, რათა დისტრიბუტორი მომარაგების კომერციული ინტერესებისგან გამოუკიდებელი იყოს, რათა დავრწმუნდეთ, რომ ყველა პოტენციურ მომმარაგებელს წვდომა ექნება დისტრიბუციის სისტემასთან“, - ამბობს შიმკუსი.

სად უნდა ეძებოს საქართველომ გაზი

თეიმურაზ გოჩიტაშვილი მიიჩნევს, რომ ახლო მომავალში გაზის მომწოდებლად საქართველოსთვის აზერბაიჯანი და რუსეთი დარჩებიან იმის გათვალისწინებით, რომარ არსებობს არც ტექნიკური და არც კომერციული წინაპირობები იმისათვის, რომ გაზი სხვა წყაროებიდან მივიღოთ“.

მეორე მხრივ, მისი თქმით, თეორიულად არსებობს იმის ალბათობა, რომ საქართველომ გაზი თურქმენეთისგან მიიღოს და ეს უფრო რეალური გახდება, თუკი ტრანსკასპიური გაზსადენი აშენდება. ტრანსკასპიური გაზსადენის გაყვანა თურქმენეთსა და აზერბაიჯანს შორის იგეგმება.

თუკი აზერბაიჯანი და თურქმენეთი შეთანხმდებიან, საკმაოდ რეალური ხდება შანსები, რომ საქართველომ გაზი აქედან მიიღოს“, - ამბობს გოჩიტაშვილი.

როგორ იმოქმედებს ახალი კანონმდებლობა გაზის ფასზე

ჯერჯერობით უცნობია, გაზრდის თუ არა ახალი კანონმდებლობა საწყის ეტაპზე გაზის ფასებს. EU4Energy რეფორმის ერთ-ერთ მიზანი ხომ ენერგომომარაგების პირობების დაწესებაა?

ირაკლი გალდავა მოწყვლადი მოსახლეობისთვის გაზის ფასების დადგენის ფორმულაზე საუბრობს.

მისი თქმით, გარდამავალ პერიოდში მოსახლეობისთვის და მცირე კომერციული ობიექტებისთვის გაზის ფასის რეგულირება შესაძლებელია ენერგოუსაფრთხოებისა და სხვა ფაქტორების უზრუნველსაყოფად, თუმცა ამის საჭიროებას დადასტურება სჭირდება.

ჩვენ დიდ რყევებს არ ველოდებით. ჯერ ძალიან ნაადრევია იმაზე საუბარი, გაიზრდება თუ არა გაზის ფასი. კომისია ყველა მომხმარებლისთვის ერთიან ფასს დაადგენს, შემდგომ კი მთავრობის გადასაწყვეტი იქნება, რომელ სექტორს დაეხმაროს“, - ამბობს გალდავა.

მისი თქმით, მთავრობამ სუბსიდირება ყველა მომხმარებელს არ უნდა გაუწიოს, არამედ მხოლოდ იმათ, ვისაც ეს სჭირდებათ.

ანდრიუს შიმკუსი ამბობს, რომ ამ პრობლემის მოსაგვარებლად დროებით ბაზრის წესებიდან გადახვევის შესაძლებლობა არსებობს, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ის აუცილებელი, პროპორციული და არადისკრიმინაციულია.

ამისათვის, ევროკავშირის კანონმდებლობა საჯარო მომსახურების ვალდებულებებს ითვალისწინებს, რომელიც მოწყვლადი მოსახლეობისთვის შეღავათს ითვალისწინებს. „ეს შესაძლებელია და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია ბუნებრივი გაზის ბაზრის გახსნისკენ“ - ამბობს შიმკუსი.

პრედრაგ გრუიჩიჩი ამბობს, რომ სუბსიდირების ამჟამინდელი სისტემა ქვეყანასა და მის ინვესტიციებს აზიანებს.

იქნებ არაეფექტიანად იყენებთ გაზს? იქნებ სუბსიდიებს ისინი იღებენ, ვისაც ის არ სჭირდება, ხოლო ვისაც სჭირდება, დახმარების გარეშე რჩება?“ - ამბობს გრუიჩიჩი.

პიტერ პოჟგაი აღნიშნავს, რომ შეფასების ობიექტი ბაზრის გახსნის საზოგადოებრივი სარგებელი უნდა გახდეს.

ჩვენ ვსაუბრობთ, ტარიფებზე, ბაზრის გახსნაზე, თუმცა ადამიანები გადასახადებსა და ფასებს ხედავენ. მთავრობას ბევრი ბერკეტი აქვს ფასების გასაზრდელად ან შესამცირებლად საცალო ბაზარზე გადასახადების დამატებით ან მოხსნის გზით. თუკი ძალიან დაბალი ფასები გაქვს, ამ ფულს ვიღაც სხვა იხდის. თუკი მოსახლეობას იაფი გაზი აქვს, სხვა სექტორი იხდის მაღალ ფასს. შეფასების ობიექტი ბაზრის გახსნის საზოგადოებრივი სარგებელი უნდა გახდეს“, - ამბობს პოჟგაი.

დახმარება, რომელსაც საქართველო ევროკავშირისა და ენერგეტიკული გაერთიანებისგან მიღებს EU4Energy მმართველობის პროექტის მეშვეობით, ქვეყანას გამართულად ფუნქციონირებადი გაზის ბაზრის შექმნაში დაეხმარება, სადაც წესები და რეგულაციები კონკურენციის უზრუნველსაყოფად იქნება გაწერილი. პროექტის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ამგვარი რეგულაციებით, მომხმარებლები, ბიზნესსექტორი და ინდუსტრიული სექტორი არამხოლოდ დაბალ ფასებს, არამედ გაზრდილ ენერგოუსაფრთხოებას, სანდოობასა და უკეთეს მომსახურებას უნდა მოელოდნენ.

დათო ფარულავა

Liberali.ge