ევროკომისიის ამ ვებგვერდის დანიშნულებაა გააუმჯობესოს საზოგადოებისთვის ინფორმაციის ხელმისაწვდომობა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტების და პროგრამების ცნობადობის და პოპულარიზაციის მიზნით აღმოსავლეთ და სამხრეთ სამეზობლოს ქვეყნებში (აზერბაიჯანი, ბელარუსი, მოლდოვა, საქართველო, სომხეთი და უკრაინა: ალჟირი, ეგვიპტე, იორდანია, ისრაელი, ლიბანი, ლიბია, პალესტინა, სირია და ტუნისი). ჩვენი მიზანია უზრუნველვყოთ ამ ინფორმაციის დროულად და ზუსტად მოწოდება. თუ შეგვატყობინებენ ინფორმაციაში არსებული შეცდომების შესახებ, ვეცდებით მათ გამოსწორებას. მიუხედავად ამისა, ევროკომისია არ იღებს არავითარ პასუხისმგებლობას ან ვალდებულებას ამ ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციაზე.

მოცემული ინფორმაცია მხოლოდ და მხოლოდ ზოგადი ხასიათისაა და არ არის გამიზნული გადაჭრას რომელიმე კონკრეტული პირის ან ორგანიზაციის განსაკუთრებული გარემოებები, არ არის ყოველთვის კომპლექსური, სრული, ზუსტი ან უახლესი, ზოგჯერ ბმულების საშუალებით უკავშირდება გარე ვებ-გვერდებს, რომლებსაც ევროკომისიის სამსახურები ვერ აკონტროლებენდა რომლებზეც ევროკომისია არ იღებს რაიმე პასუხისმგებლობას ან ვალდებულებას მათზე განთავსებული რეკომენდაციების პროფესიული ან იურიდიული მხარის თვალსაზრისით. თუ კონკრეტული რეკომენდაცია გჭირდებათ, მისი მიღება ყოველთვის შეგიძლიათ შესაბამისი კვალიფიკაციის პროფესიონალისგან.

არ არსებობს იმის გარანტია, რომ ამ ვებ-გვერდზე განთავსებული ხელმისაწვდომი დოკუმენტი ზუსტად იმეორებს ოფიციალურად დამტკიცებულ ტექსტს. მხოლოდ ევროკავშირის ოფიციალური ბიულეტენი (ბეჭდური ვერსია, ან 2013 წლის 1 ივლისიდან, ელექტრონული ვერსია ვებ-გვერდზე EUR-Lex) არის ავთენტური და აქვს იურიდიული ძალა.

ჩვენი მიზანია ტექნიკური შეცდომებით გამოწვეული შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანა. თუმცა, ჩვენს ვებ-გვერდზე ზოგიერთი მონაცემი ან ინფორმაცია  შეიძლება შექმნილი ან სტრუქტურირებული იყოს ისეთ ფაილებში ან ფორმატებში, რომლებზეც შეცდომები არ არის გამორიცხული. ჩვენ ასევე ვერ ვიძლევით იმის გარანტიას, რომ ჩვენი მომსახურება არ შეფერხდება, ან მასზე სხვაგვარად არ იმოქმედებს ამგვარი პრობლემები. ევროკომისია არ იღებს პასუხისმგებლობას ამგვარ პრობლემებზე, რომლებიც არის ამ ვებ-გვერდით ან ბმულზე მითითებული ნებისმიერი გარე ვებ-გვერდით სარგებლობის შედეგი.

წინამდებარე პასუხისმგებლობის აცილების მიზანი არ არის არც ევროკომისიის პასუხისმგებლობის შეზღუდვა რაიმე მოთხოვნების საწინააღმდეგოდ, რომლებიც ასახულია შესაბამის ეროვნულ კანონში, და არც მისი ვალდებულების გამორიცხვა იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც არ შეიძლება გამოირიცხოს აღნიშნული კანონის საფუძველზე.

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ევროკომისია და მისი კონტრაქტორები ემორჩილებიან მომხმარებელთა კონფიდენციალურობის პოლიტიკას. კონფიდენციალურობის  პოლიტიკა მოიცავს ევროკავშირის ვებ-გვერდებს .eu დომენით . დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდით ევროკომისიის მონაცემთა დაცვის ოფიცერს: DATA-PROTECTION-OFFICER@ec.europa.eu

Cookie-ფაილები

  1. რა არის cookie-ფაილები?

Cookie-ფაილები არის ტექსტის ელემენტები, შექმნილი იმ ვებ-სერვისის მიერ, რომელზეც შევიდა მომხმარებელი; ეს ტექსტური ფაილები შეიძლება მომხმარებლების მოწყობილობაზე განათავსოს იმ ვებ-გვერდმა, რომელზეც მომხმარებელი ამჟამად არის შესული („პირველი მხარის მუდმივი Cookie-ფაილები), ან სხვა ვებ-გვერდმა გადაიტანოს იმ ვებ-გვერდებზე, რომლებზეც მომხმარებელი ამჟამად არის შესული („მესამე მხარის Cookie-ფაილები).

 

ჩვენი ვებს-გვერდის ნქციონირების მხარდასაჭერად ჩვენ შეიძლება (მომხმარებლების თანხმობის საფუძველზე) თქვენს მოწყობილობაზე განვათავსოთ მონაცემთა პატარა ფაილები სახელწოდებით Cookie-ფაილები. ისინი საშუალებას აძლევენ ვებ-გვერდს დაიმახსოვროს თქვენი ქმედებები და არჩეული პარამეტრები (მაგ. სისტემაში შესვლის პარამეტრები, ენა, შრიფტის ზომა და დისპლეის სხვა არჩეული პარამეტრები) დროის გარკვეული პერიოდით, ისე, რომ თქვენ აღარ დაგჭირდებათ მათი თავიდან შეყვანა, როდესაც ამ ვებ-გვერდზე ბრუნდებით ან ბრაუზერის დახმარებით ერთი გვერდიდან მეორეზე გადადიხართ.


გამოყენებული იქნება 4 სხვადასხვა ტიპის cookie-ფაილი:

  • პირველი მხარის მუდმივი Cookie-ფაილები
  • ტექნიკური სესიის Cookie-ფაილები
  • მესამე მხარის Cookie-ფაილები (მათ შორის Google Analytics Cookie-ფაილები)
  • მესამე მხარის Cookie-ფაილები ღილაკი-ვიჯეტებიდან „გაზიარება“

ქვემოთ მოცემულია ინფორმაცია ჩვენი ვებ-გვერდის მიერ გამოყენებული cookie-ფაილების ტიპების და მათი დანიშნულების შესახებ (პუნქტი 2.), Cookie-ფაილების განთავსებაზე თანხმობის (“თანხმობა”) ან უარყოფის არჩევანი (პუნქტი 3)და Cookie-ფაილების გამოყენებაზე უარის თქმის შესაძლებლობა (თუ უკვე არჩეული გაქვთ „თანხმობა“) (პუნქტი 4).

  1. როგორ ვიყენებთ Cookie-ფაილებს?

მოცემულ საინფორმაციო ვებგვერდზე გამოიყენება შემდეგი ტიპის Cookie-ფაილები: „პირველი მხარის მუდმივი Cookie-ფაილები“ და „სესიის Cookie-ფაილები“.

„პირველი მხარის მუდმივი Cookie-ფაილები“ იძლევა საშუალებას თვალი ადევნოთ შემდეგ ინფორმაციას ჩვენი ვებ-გვერდს მომხმარებლების შესახებ:

  • IP მისამართი (ანონიმური)
  • ადგილმდებარეობა: ქვეყანა, რეგიონი, ქალაქი, მიახლოებითი განედი და გრძედი (გეოლოკაცია)
  • მოთხოვნის თარიღი და დრო (საიტზე შესვლის დეტალები)
  • იმ გვერდის სათაური, რომელსაც ნახულობს მომხმარებელი (გვერდის სათაური)
  • იმ გვერდის URL-მისამართი, რომელსაც ნახულობს მომხმარებელი (გვერდის URL)
  • იმ გვერდის URL-მისამართ, რომელიც ნანახი იყო მიმდინარე გვერდამდე (Referrer URL)
  • მომხმარებლის კომპიუტერის ეკრანის რეზოლუცია
  • დრო მომხმარებლის დროის სარტყელში
  • ფაილები, რომლებზეც დააწკაპუნეს და რომლებიც ჩამოტვირთეს (ჩამოტვირთვა)
  • ლინკები გარე დომენებთან, რომლებზეც დააწკაპუნეს (აუთლინკი)
  • გვერდების გენერირების  დრო (დრო, რომელიც სჭირდება ვებგვერდების გენერირებას ვებ-სერვერის მიერ, შემდეგ კი მის ჩამოტვირთვას მომხმარებლის მიერ: გვერდის სიჩქარე)
  • ბრაუზერის მიერ გამოყენებული ძირითადი ენა (მისაღები ენის სათაური)
  • ბრაუზერის ვერსია, ბრაუზერის პლაგინები (PDF, Flash, Java, …) საოპერაციო სისტემის ვერსია, მოწყობილობის იდენტიფიკატორი,  (მომხმარებელი–აგენტის სათაური)
  • ნანახი გვერდის ენა
  • კამპანიები
  • ვებ-გვერდის ძიება
  • ღონისძიებები

შეკრებილ მონაცემებს არ გადასცემენ არც ერთ სხვა ორგანიზაციას მარკეტინგის, ბაზრის კვლევის ან კომერციული დანიშნულებით. გარდა ამისა, ზემოაღნიშნული მონაცემების გამოყენება არ შეიძლება კონკრეტული მომხმარებლის იდენტიფიკაციისთვის.

„პირველი მხარის მუდმივი Cookie-ფაილები“ შექმნილია ამ ვებ-გვერიდის მიერ და ისინი იძლევა შემდეგი ოპერაციების განხორციელების საშუალებას:

  • ვებ-გვერდის სათანადო ფუნქციონირება;
  • სტატისტიკური მონაცემების შეკრება ვებ-გვერდის ფუნქციონალურობის გასაუმჯობესებლად - ამ მიზნით ვებ-გვერდი იყენებს  Google Analytics-ს (დამატებითი ინფორმაცია მოცემულია ქვემოთ).
  • სოციალურ მედიაში გაზიარების ფუნქციები.

„პირველი მხარის მუდმივ Cookie-ფაილებს“ ვადა გასდის ცამეტი (13) თვის შემდეგ, რასაც მოსდევს მათი ავტომატური მოშორება მომხმარებლის მოწყობილობიდან.

„ტექნიკური სესიის“ Cookie-ფაილები არ შეიცავს რაიმე მონაცემს - ისინი ვებ-გვერდზე თავსდება მხოლოდ მომხმარებლის სამუშაო სესიის განმავლობაში (ვებ-გვერდის თვალიერების  განმავლობაში). ეს Cookie-ფაილები აუცილებელია მომხმარებლის მიერ არჩეული  ოფციების დასამახსოვრებლად ვებ-გვერდზე შესვლისას. როგორც კი მომხმარებელი გადის ვებ-გვერდიდან, სესიის Cookie-ფაილები იშლება. 

„მესამე მხარის Cookie-ფაილები“ (მათ შორის Google Analytics-ის Cookie-ფაილები) დეტალურად განხილულია ქვემოთ ნაწილში 6.

„მესამე მხარის Cookie-ფაილებს“ ღილაკი-ვიჯეტიდან „გაზიარება“ ათავსებენ კომპიუტერში (მომხმარებლის თანხმობის შემთხვევაში) იმისათვის, რომ მისცეს მომხმარებელს ვებ-გვერდის შინაარსის სოციალურ მედიაში გაზიარების საშუალება.

ვებ-გვერდი არ ათავსებს Cookie-ფაილებს იმგვარად, რომ გამოჩნდეს ჩვენი სოციალური მედიის ლინკები, როდესაც თქვენ ათვალიერებთ ჩვენს გვერდს.

  1. თანხმობა

როდესაც მომხმარებელი პირველად შედის ვებ-გვერდზე, მას ეძლევა საშუალება აირჩიოს თანხმობა („დიახ, ვეთანხმები“) ან უარი („Cookie-ფაილების უარყოფა“) Cookie-ფაილების განთავსებაზე.


თანხმობა Cookie-ფაილების განთავსებაზე: ამ არჩევანზე დაწკაპუნებით მომხმარებელი ეთანხმება ყველა Cookie-ფაილის განთავსებას შემდეგი მიზნით:

  • ვებ-გვერდის ოპტიმალური ფუნქციონირება
  • სოციალურ მედიაში გაზიარების ფუნქცია
  • სტატისტიკური ინფორმაციის შეკრება

უარის თქმა Cookie-ფაილებზე: ამ არჩევანზე დაწკაპუნებით მომხმარებელი უარს ამბობს ყველა ზემოხსენებული Cookie-ფაილის განთავსებაზე. ამ შემთხვევაში, ხდება მხოლოდ სესიის Cookie-ფაილის განთავსება, რომლის მთავარი დანიშნულებაა მომხმარებლის მიერ არჩეული ოფციების დამახსოვრება. ეს Cookie-ფაილი თავსდება მხოლოდ მომხმარებლის სესიის განმავლობაში (ვებ-გვერდის თვალიერებაზე დახარჯული დრო) და ავტომატურად წაიშლება აღნიშნული სესიის დამთავრების შემდეგ. Cookie-ფაილებზე უარის თქმა არ გიზღუდავთ ვებ-გვერდის თვალიერების შესაძლებლობას.

არც ერთი არჩევანი არ გაკეთდა: თუ მომხმარებელი არც დაეთანხმა Cookie-ფაილების განთავსებას და არც უარყო ისინი, ვებ-გვერდი აღიქვამს ამას Cookie-ფაილების განთავსებაზე უარის თქმად და ყველა დაკავშირებული ფუნქცია შეჩერდება მომდევნო არჩევანის გაკეთებამდე. Cookie-ფაილები არ შეიძლება განთავსდეს მომხმარებლის მოწყობილობებზე, თუ თანხმობა არ იყო განცხადებული „დიახ, თანახმა ვარ“ ღილაკზე დაწკაპუნებით.

  1. უარის თქმა

იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი დაეთანხმა Cookie-ფაილების განთავსებას, ყოველთვის არის შესაძლებელი ამ გადაწყვეტილების შეცვლა და უარის თქმა. უარის სათქმელად მომხმარებელმა უნდა წაშალოს ყველა Cookie-ფაილი საკუთარი ბრაუზერიდან. ამის გაკეთების შემთხვევაში, თქვენ შეიძლება მოგიხდეთ ზოგიერთი არჩეული ოფციის ხელით დაყენება ყოველთვის, როდესაც შედიხართ საიტზე, ხოლო ზოგიერთი სერვისი და ზოგიერთი ფუნქცია შეიძლება არ მუშაობდეს. 
იმის გასაგებად, თუ როგორ წაშალოთ Cookie-ფაილები სხვადასხვა ბრაუზერებიდან, ეწვიეთ ვებ-გვერდს: 
https://www.aboutcookies.org/

  1. „არმიდევნების“ ოფცია

„არმიდევნება“ არის ტექნოლოგია, რომელიც საშუალებას აძლევს მომხმარებლებს უარი თქვან ვებ-გვერდების მიერ მათ მიდევნებაზე ნებისმიერი მიზეზით, ანალიტიკური სამსახურების, სარეკლამო ქსელების და სოციალური პლატფორმების გამოყენების ჩათვლით. შეგიძლიათ გაააქტიუროთ „არმიდევნების“ ოფცია უშუალოდ თქვენს ვებ-ბრაუზერში. Google Analytics არ მიადევნებს თვალს იმ მომხმარებლებს, რომლებსაც გააქტიურებული აქვთ ეს ოფცია საკუთარ ვებ-ბრაუზერებში.

  1. Google Analytics

ვებსაიტი იყენებს Google Analytics იმისათვის, რომ თვალი მიადევნოს მომხმარებლების ზემოაღნიშნულ ინფორმაციას. ამ მიზნით შეკრებილი მონაცემები გადაეცემა კორპორაციას Google Inc. მომხმარებლების IP მისამართების ანონიმურობა სრულად დაცულია ვებ-გვერდის მიერ მათ გადაცემამდე კორპორაციისთვის Google Inc; ეს იცავს იმ მომხმარებლების ანონიმურობას, რომლებიც დაეთანხმნენ ვებ-გვერდის ყველა ფუნქციის გააქტიურებას. 

Google ეყრდნობა ევროკავშირს და აშშ-ს შორის გაფორმებულ კონფიდენციალურობის ჩარჩო-ხელშეკრულებას (EU-US Privacy Shield Framework); შესაბამისი სერთიფიკაციის შესახებ დამატებითი ინფორმაციია შეგიძლია მოიძიოთ აქ.

გარდა ამისა, Google, მათ შორის Google Inc. და მის სრულ მფლობელობაში მყოფი აშშ ფილიალები, სერთიფიკაციით ადასტურებენ, რომ ემორჩილებიან შესაბამის კონფიდენციალურობის პრინციპებს, მათ შორის სამსახურის Google Analytics შემთხვევაში.

დამატებითი ინფორმაცია კორპორაციის Google კონფიდენციალურობის პოლიტიკის შესახებ იხილეთ აქ

დამატებით ინფორმაცია ევროკავშირსა დააშშ-ს კონფიდენციალურობის ჩარჩო-ხელშეკრულების (EU-US Privacy Shield) შესახებ იხილეთ ამ გვერდზე.

სამსახური Google Analytics იყენებს მონაცემთა შენახვის კონტროლის ფუნქციას. ეს ფუნქცია უზრუნველყოფს ვებ-გვერდის მფლობელებს მოქნილობით იმისათვის, რომ განსაზღვრონ შენახვის პერიოდი Google Analytics ანგარიშზე შენახული მონაცემებისთვის. შენახვის განსაზღვრული პერიოდია 26 თვე; ამ პერიოდის შემდეგ Google სერვერებიდან ნებისმიერი მონაცემები იშლება.