Erasmus+ საქართველოში
1. ძალიან მინდა საზღვარგარეთ სწავლა, მაგრამ არ მაქვს ფული: შესაძლებელია ევროკავშირი დამეხმაროს?

დიახ, შესაძლებელია! გსმენიათ პროგრამის ერაზმუს+-შესახებ? ამ პროგრამის საშუალებით ევროკავშირი სტუდენტებს სთავაზობს გაცვლით პროგრამებს ევროპულ უნივერსიტეტებში საბაკალავრო, სამაგისტრო და დოქტორანტურის დონეზე - გაცვლები იქნება იმ პროგრამის ნაწილი, რომელშიც სტუდენტი მონაწილეობს, და შეიძლება გაგრძელდეს ერთი სემესტრიდან ერთ წლამდე.  სტუდენტის ყველა ხარჯი დაფარული იქნება!

Image

ასევე შესაძლებელია  განაცხადის შეტანა ერაზმუს+ სტიპენდიაზე მაგისტრის ხარისხის მოსაპოვებლად ევროპის წამყვან უნივერსიტეტებში. 2017 წელს პროგრამის ერაზმუს+ გაცვლითი  პროგრამების ფარგლებში სწავლის და სწავლების შესაძლებლობა ჰქონდა უნივერსიტეტის 800-ზე მეტ სტუდენტს და პედაგოგს საქართველოდან, ხოლო ოცდაექვსმა ქართველმა სტუდენტმა სამაგისტრო სტიპენდია მოიპოვა - ეს ნამდვილად ღირს მცდელობად!

2. როგორც ჩანს, ერაზმუს+ კარგი შესაძლებლობაა ჩემთვის, მაგრამ როგორ უნდა შევიტანო განაცხადი?

გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის მსურველებმა უნდა მიმართონ საკუთარი უნივერსიტეტების საერთაშორისო ურთიერთობების ოფისებს  - მათ აქვთ ინფორმაცია თქვენს სასწავლო მიმართულებაზე არსებული შესაძლებლობების შესახებ და შეუძლიათ დახმარება სააპლიკაციო პროცესში.

რაც შეეხება სამაგისტრო პროგრამებს, პირველ რიგში, უნდა გაეცნოთ ერაზმუს მუნდუსის ერთობლივი სამაგისტრო პროგრამების კატალოგს, რომელშიც თავმოყრილია მომდევნო აკადემიური წლისათვის ერაზმუსის სტიპენდიით დაფინანსებული კურსები, (2017 წელს იყო 100 კურსი), შემდეგ კი დაუკავშირდეთ უნივერსიტეტს სასწავლო პროგრამაზე და სტიპენდიაზე განაცხადის გასაკეთებლად.

ერაზმუს+ საქართველოს ეროვნულ ოფისს შეუძლია დახმარება ნებისმიერი ინფორმაციით. დამატებითი ინფორმაციისთვის გაეცანით მათვებსაიტს  დაეკონტაქტეთ ელექტრონული ფოსტით  მისამართზე erasmus.georgia@gmail.com, ან დაურეკეთ ტელეფონის ნომერზე +995 322 147 139.

3. რა ენაზე იქნება სწავლა? საჭიროა რაიმე სახის სერთიფიკატი ინგლისურ ენაში?

ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ სად ისწავლით და რომელ ენაზე ისწავლება კურსი. ზოგიერთი გაცვლითი პროგრამის კურსები ინგლისურ ენაზეა, ხოლო ზოგიერთ კურსზე სწავლება ადგილობრივ ენაზე მიმდინარეობს. გახსოვდეთ, ერაზმუსის გაცვლით პროგრამაში მონაწილეობა ნიშნავს, რომ თქვენ უნდა დაესწროთ ლექციებს, დაწეროთ ესეები და ჩააბაროთ გამოცდები იმ ენაზე, რომელზეც სწავლება მიმდინარეობს. შესაბამისი ენობრივი კვალიფიკაციის არარსებობის შემთხვევაში, აუცილებელია ტესტის ჩაბარება ენის ცოდნის დონის შესაფასებლად.

გამგზავრებამდე, გაცვლით პროგრამაში მონაწილე ყველა სტუდენტმა უნდა გაიაროს ერაზმუს+ ონლაინ შეფასება ენაში. შეფასების შედეგები ხელს არ უშლის პროგრამაში მონაწილეობას, მაგრამ შეიძლება გამოყენებული იყოს იმის დასადგენად, სჭირდება თუ არა სტუდენტს მხარდაჭერა ერაზმუს+ ენის ონლაინ კურსების საშუალებით. ზოგიერთ შემთხვევაში, მასპინძელმა უნივერსიტეტმა სტუდენტებს ასევე შეიძლება შესთავაზოს ენის გაკვეთილები.

4. მივიღებ თუ არა სტიპენდიას? რა რაოდენობით?

გაცვლით პროგრამებში  მონაწილე სტუდენტებს ევროკავშირი უზრუნველყოფს 500 ევრომდე თანხით სამგზავრო ხარჯებისთვის და საშუალოდ, 800 ევროთი თვეში საცხოვრებელი ხარჯებისთვის.

სამაგისტრო სტიპენდიებისთვის ერაზმუს+ დაფარავს სტუდენტის ყოველგვარ სასწავლო ხარჯს (მათ შორის სწავლების საფასურს, ბიბლიოთეკით და ლაბორატორიით სარგებლობის ხარჯებს და დაზღვევის ხარჯებს მთლიანად). პროგრამა ასევე მიიღებს მონაწილეობას სტუდენტის სამგზავრო და მოწყობის ხარჯების დაფარვაში და მოიცავს ყოველთვიურ დახმარებას სასწავლო პროგრამის მთელი მიმდინარეობის მანძილზე.

5. რა არის ერაზმუს+ უპირატესობები? პროგრამის გავლის შემდეგ ადვილია კარგ სამსახურში დასაქმება?

ბევრმა საერთაშორისო კვლევამ უჩვენა საზღვარგარეთ სწავლის უპირატესობა პროგრამის ერაზმუს+ ფარგლებში - ერაზმუსის კურსდამთავრებულებს აქვთ დასაქმების მეტი შანსი, მათ აკისრებენ მეტ პროფესიულ პასუხისმგებლობას და უფრო სავარაუდოა, რომ წამოიწყონ საკუთარი ბიზნესი.

მაგრამ გაესაუბრეთ ნებისმიერ კურსდამთავრებულს - ყველაზე უკეთ მათ გაცვლითი პროგრამის დროს გამომუშავებული პიროვნული თვისებები ამახსოვრდებათ - სხვა ქვეყნების ცოდნა, სხვა კულტურის წარმომადგენლებთან ურთიერთობის უნარი, კომუნიკაციისა და ადაპტაციის გაუმჯობესებული უნარები, და რაც მთავარია, ისინი იძენენ ახალ მეგობრებს და ახალ ცხოვრებისეულ პერსპექტივას.

ყველაზე უკეთ ამის დადასტურება მონაწილეებს შეუძლიათ. შეხვდით ბექას, თინათინს და ნანა  და გაიგეთ, თუ რას ნიშნავდა ერაზმუსი მათთვის... ასევე, მიიღეთ შესანიშნავი რჩევები  სააპლიკაციო პროცესისა და ამ გამოცდილების მაქსიმალურად გამოყენების შესახებ.

6. რაც შეეხება სამსახურს, გავიგე, რომ ერაზმუს+ ასევე იძლევა ევროპაში სტაჟირების შანსს - ეს მართლაც ასეა?

დიახ, პროგრამა ერაზმუს+ ხელს უწყობს საზღვარგარეთ ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტი სტუდენტების, ასევე ახლახან კურსდამთავრებულების (დამთავრებიდან ერთი წლის განმავლობაში) დასაქმებას და სტაჟირებას . მაგრამ სტაჟირება უნდა შეესაბამებოდეს სტუდენტის მიერ მიღებულ ხარისხს და სადაც შესაძლებელია, ინტეგრირებული უნდა იყოს სასწავლო პროგრამაში, ასე რომ, საჭიროა არსებული შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციის მიღება საკუთარ უნივერსიტეტებში. სტაჟირების ხანგრძლივობა შეიძლება იყოს ორი თვიდან თორმეტ თვემდე, და არსებობს პროგრამის ერაზმუს+ გრანტები, რომლებიც ფარავს ხარჯებს სტაჟირებაზე ყოფნისას.

საზღვარგარეთ სტაჟირება ან სწავლა ასევე შესაძლებელია, თუ სტუდენტი ამჟამად მონაწილეობს პროფესიულ განათლებასა და ტრენინგში (VET). მასპინძელი იქნება ან დასაქმების ადგილი, ან პროფესიული განათლების და ტრენინგის სხვა დაწესებულება საზღვარგარეთ, ხოლო დასაქმების ადგილზე სწავლების პერიოდი სტუდენტის სასწავლო კურსის ნაწილად ჩაითვლება. სტუდენტმა უნდა დაადგინოს საკუთარ პროფესიული განათლების და ტრენინგის ორგანიზაციასთან, თუ რამდენად ხელმისაწვდომია აღნიშნული შესაძლებლობები მისთვის.

7. მე არ ვარ სტუდენტი, მაგრამ მსურს მონაწილეობის მიღება საქმიანობაში საზღვარგარეთ - არსებობს ჩემთვის რაიმე შესაძლებლობა?

დიახ! ერაზმუს+ მხოლოდ სტუდენტებისთვის არ არის. გასული ორი წლის განმავლობაში ასობით ახალგაზრდა და ახალგაზრდა მუშაკი საქართველოდან მონაწილეობდა ერაზმუს+ ახალგაზრდულ პროექტებში (გაცვლითი პროგრამები, ტრენინგები, დებატები, მოხალისეობა).

13-დან 30 წლამდე ასაკის ნებისმიერ ადამიანს ევროკავშირი სთავაზობს ახალგაზრდულ გაცვლით პროგრამებს, რომლთა ხანგრძლივობა 5-დან 21 დღემდეა.

ეს შეიძლება იყოს სემინარები, სავარჯიშოები, დებატები, როლური თამაშები, სპორტი და სხვა. ეს გაცვლები წარმოებს ახალგაზრდული ორგანიზაციების საშუალებით და ცალკეულ ინდივიდებს განაცხადის პირდაპირ შეტანა არ შეუძლიათ. დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით პროგრამის ერაზმუს+ ახალგაზრდობის საინფორმაციო ცენტრს საქართველოში, ეწვიეთ მის Facebook-ის გვერდს ან დარეკეთ ტელეფონის ნომერზე +995 592 05 96.

თუ ხარ 18-30 წლის, საზღვარგარეთ გამოცდილების მიღების კიდევ ერთი შესანიშნავი შესაძლებლობაა შეუერთდე ევროპის სოლიდარობის კორპუსს. ეს უნიკალური შესაძლებლობა საშუალებას გაძლევს გაეცნო განსხვავებულ კულტურას და შეიძინო ახალი მეგობრები, ამავდროულად კი დაეხმარო სხვებს და შეითვისო ახალი უნარ-ჩვევები. სამუშაო შეიძლება მოიცავდეს ახლადჩამოსული თავშესაფრის მაძიებლების დახმარებას, ხანძრების პრევენციის მიზნით ტყის მცენარეული საფარისგან დასუფთავებას, ან საზოგადოებრივ ცენტრებში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან ერთად მუშაობას. რეგისტრაციის შესახებ ინფორმაციის მისაღებად გაეცანი ევროპის სოლიდარობის კორპუსის პორტალს.